როგორია თქვენი სახელის მაგიური ნუმეროლოგიური კოდი

როგორია თქვენი სახელის მაგიური ნუმეროლოგიური კოდი

მაგია ნებისმიერი ადამიანის ბედისწერაზე ახდენს გარკვეულ გავლენას. ამას ჯერ კიდევ პითაგორა ამტკიცებდა საკუთარ სწავლებებში. თუმცა, გარდა კონკრეტული დაბადების თარიღისა, ადამიანის ბედის ფორმირებაში მისი სახელი/გვარი და ამ მეთოდით მიღებული ნუმეროლოგიური ვიბრაციაც თამაშობს დიდ როლს. სახელისა და გვარის მიხედვით ორნიშნა კოდის გამოთვლა საკმაოდ მარტივი საქმეა. საჭიროა ანბანური რიგის იხედვით გადათვალოთ თქვენი სახელისა და გვარის შემადგენელი ასოები. ასე მაგალითად სახელი ნინო – "ნ" მეცამეტე ასოა, "ი" მეცხრე და ა.შ.

1+3 +9+1+3+1+4= 22

გაითვალისწინეთ, შეკრებილი რიცხვების საბოლოო ჯამი აუცილებლად ერთნიშნა უნდა იყოს. ამიტომ ამ შემთხვევაში 2+2 = 4 მივიღეთ ციფრი 4. შესაბამისად, მას ვინც ამ სახელს ატარებს (ოღონდ, არამხოლოდ პასპორტის მონაცემებით, არამედ რეალურადაც ასე უნდა მიმართავდნენ ადამიანს), მისი სახელის ციფრი გახლავთ 4. იგივე მეთოდით უკვე გვარის ნუმეროლოგიური ვიბრაციაც გამოითვალება. შედეგები კი ქვემოთ მოცემულ დახასიათებაში წაიკითხეთ.

ციფრი 1 – ეს "ლიდერების" პროგრამაა. ამიტომ ერთიანის მფლობელი, თუ იგი მისი სახელის ვიბრაციას ემთხვევა, ყოველთვის ცდილობს იყოს გამორჩეული სხვებისგან. მას უყვარს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერ საქმეში. თუ ეს რიცხვი თქვენს გვარს შეესაბამება ე.ი. მებრძოლისა და მაქსიმალისტის ხასიათი გაგაჩნით. გიყვართ ყველაფრის საკუთარი ხელით კეთება და არასოდეს კარგავთ ოპტიმიზმს, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაშიც კი.

ციფრი 2 – ორიანის ენერგეტიკა თავის თავში შემგროვებლის, მატერიალური რესურსის მომმარაგებლის და კარგი შემსრულებლის ფუნქციას ითვალისწინებს. ამიტომ ორიანები, როგორც წესი, კარგად გამოიმუშავებენ ფინანსურად. თუ ეს ციფრი თქვენი სახელის შესაბამისია, იგი მოგცემთ უნარს წარმატებული იყოთ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის დაგეგმვისას. თუ მას თქვენი გვარი შეესაბამება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მოახერხებთ კარგი სპონსორების მოძიებას.

ციფრი 3 – კომუნიკაციის ციფრია. ამიტომ ამ ციფრის ვიბრაციით შესანიშნავი სარეკლამო მენეჯერები, პიარის სპეციალისტები, მასწავლებლები და ჟურნალისტები იბადებიან. სამიანის ენერგეტიკა დაგეხმარებათ იმაში, რომ წარმატებით აწარმოოთ ნებისმიერი სახის მოლაპარაკება. თუ ეს ციფრი თქვენი გვარის ვიბრაციას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს რომ შეძლებთ კარგი სამწერლო კარიერა გაიკეთოთ ან სამეცნიერო-კვლევით სფეროებში დაკავდეთ.

ციფრი 4 – პატრიოტების, ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული ხალხის ციფრია. ოთხიანი განასახიერებს წინაპრებს, ფესვებს, ტრადიციებს. იგი "კრავს" ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ანუ ოჯახს. თუ ამ ციფრის ვიბრაცია თქვენი გვარის ციფრს ემთხვევა, ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის ყველაზე დიდი დასაყრდენი ოჯახია და ზოგადად პროფესიული კუთხითაც ცდილობთ "ოჯახურ" ატმოსფეროში იმუშაოთ.

ციფრი 5 – გენიოსებისა და განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით დაჯილდოებული ადამიანების ციფრია. მასში გაერთიანებულია ხუთი უმთავრესი უნარი: სმენა, მხედველობა, გემოვნება, გამოხატვისა და აღქმის ნიჭი. თუკი ეს ციფრი თქვენი გვარის შესაბამისობას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის დამახასიათებელია კარგი თანამოაზრეების პოვნა და მათი მეშვეობით წარმატების მიღწევა.

ციფრი 6 – მკურნალების, განმანათლებლებისა და მოაზროვნეების ციფრია. მასში გაერთიანებულია ხუთიანისა და ერთიანის ენერგეტიკა, ამიტომ იგი ხშირად ასახავს ცნობიერების ახალ ეტაპზე გადასვლას. ამ ციფრის გავლენით შესანიშნავი ექიმები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები ევლინებიან ქვეყანას. თუ მისი ვიბრაცია თქვენს გვარს ემთხვევა, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ თქვენ გაქვთ უნარი თავად უმკურნალოთ საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად.

ციფრი 7 – ოკულტური შესაძლებლობებით დაჯილდოებული, განსაკუთრებული სულიერებით გამორჩეული ადამიანების ციფრია. ასეთი ხალხი ადვილად ადაპტირებს ნებისმიერი სახის სამეცნიერო სფეროში. თუ შვიდიანი თქვენი გვარის ვიბრაციას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება ფატალური და უცნაური შემთხვევები. სირთულეების დაძლევაში კი ფსიქოლოგიური კონცენტრაციის უნარი გეხმარებათ.

ციფრი 8 – მუდმივი ტრანსფორმაციის, დაცემისა და აღზევების ციფრია. რვიანების ცხოვრება, როგორც წესი, მუდმივი ცვლილებებითა და სირთულეებით არის სავსე, თუმცა ყველაფერი ამის ხარჯზე ისინი იზრდიებიან პიროვნულად და იძენენ სიბრძნეს. თუ ეს ციფრი თქვენი გვარის ვიბრაციას შეესაბამება, ეს მიანიშნებს იმას, რომ კარგად გეხერხებათ ფინანსური სახსრების აკუმულირება და ადვილად ახერხებთ მსხვილბიუჯეტიანი პროექტების მართვას.

ციფრი 9 – ხელოვანი ადამიანების ციფრია. მასში გაერთიანებულია ძლიერი ინტუიცია, ფანტაზიის უნარი და ფაქიზი აღქმის ნიჭი. ცხრიანები ნიჭიერები და არტისტულები არიან. მათ კარგად ეხერხებათ სხვებზე ზემოქმედება საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებით, ამიტომ მათში ბევრ მსახიობს ან შოუ-ბიზნესის წარმომადგენელს ვხვდებით. თუ ეს ციფრი თქვენი გვარის ვიბრაციას ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნება თქვენი ჰობია და შეგიძლიათ შესანიშნავი შემფასებელი იყოთ ამ კუთხით.