ზაფხულის საშიში პლანეტარული კომბინაცია - ცაზე ე.წ. "ომების ასპექტი" დაფიქსირდება

ზაფხულის საშიში პლანეტარული კომბინაცია - ცაზე ე.წ.  "ომების ასპექტი" დაფიქსირდება

საყოველთაო მღელვარების ქვეშ ჩაიარა. ადამიანები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით საერთო მასშტაბურმა საფრთხემ - ტერორიზმის მცნებამ გააერთიანა. ამ ყველაფერს კი თან დაერთო არეულობა და სამხედრო გადატრიალების მცდელობა მეზობელ თურქეთში. თქმა არ უნდა, ზაფხული როგორც კლიმატურად ისე მოვლენების მხრივაც "ცხელი" გვიდგას უდავოდ. ჩვენი მკითხველების დიდი ნაწილი ინტენსიურად გვიგზავნის კითხვებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ინტერესდება სამომავლო პროგნოზებით ამ მხრივ. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ სტატიის დაწერა.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ კიდევ შარშანდელი წლიდან მოყოლებული ბევრი ასტროლოგი აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ პლანეტარული ცვლილებების გამო მსოფლიო წესრიგი მნიშვნელოვნად იცვლება. რომ დღის წესრიგში დადგებოდა ბევრი ქვეყნის შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებული თემები . იყო მოლოდინი იმისა, რომ ბევრი ქვეყანა გაამკაცრებდა საკუთარ სასაზღვრო პოლიტიკას მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. როგორც ვხედავთ, რეალურად თვალნათელია ეს მოვლენები. ამის მიზეზი კი პლანეტა სატურნის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობა გახლავთ. სატურნი თავისი არსით ე.წ. "დამსჯელ" პლანეტათა რიცხვში შედის, მას მოაქვს შეზღუდვები და წინააღმდეგობები. მშვილდოსნის ზოდიაქო კი საერთაშორისო პოლიტიკის და საზღვრების თემას ააქტიურებს. უახლოესი პერიოდის მანძილზე ეს საკითხები კიდევ უფრო გააქტიურდება იმიტომ რომ ახლო პერიოდში სატურნი კვლავაც გააგრძელებს მშვილდოსნის ზოდიაქოში მოძრაობას.

ნიცის ტერაქტისა და თურქეთის არეულობის დროს, საყურადღებოა ისიც, რომ ორივე შემთხვევაში ცაზე ფიქსირდებოდა საკმაოდ ნეგატიური პლანეტარული ასპექტაცია, რომელშიც მთვარე (ხალხი, ხალხის მასა) მონაწილეობდა მარსთან (აგრესია, შეიარაღებული აგრესია) ერთად.

სამწუხაროდ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. საქმე იმაშია, რომ წინ კიდევ გველის რამდენიმე სახიფათო თარიღი, რომლის გათვალისწინებაც ყველასთვის იქნებოდა გონივრული და მიზანშეწონილი

სიფრთხილის თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩამოთვლილ დღეებში აუცილებელია მაქსიმალური წინდახედულების გამოჩენა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც შორ გზაზე გეგმავს მგზავრობა-გადაადგილებას.

სიფრთხილე გამოიჩინეთ, ივლისის ბოლოს, უფრო ზუსტად კი 31 ივლისს. ასევე აგვისტოს 15-16 რიცხვების შუალედში. აგვისტოს შუა პერიოდი ზოგადად კრიზისული ასპექტებით გამორჩეული იქნება, იმიტომ რომ ძალაში შედის მარსი-სატურნის შეერთება. ასპექტი, რომელსაც ასტროლოგები სხვანაირად "ომების ასპექტს" უწოდებენ. ამგვარი ასპექტის აქტიურობისას მატულობს აგრესია ადამიანებში და მოთხოვნილება, რომ ყველაფერი ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვიტონ განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ამასთან ერთად, ზემოხსენებული ასპექტები წინ უსწრებს უმნიშვნელოვანეს ასტროლოგიურ მოვლენას - მთვარის დაბნელებას, რომელიც აგვისტოს 18 რიცხვში დაფიქსირდება. შესაბამისად, აგვისტოს თვის მეორე ნახევარი საკმაოდ დატვირთული იქნება როგორც მოვლენების მხრივ, ისე ემოციურად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?