ზოდიაქოს ნიშნების სამი დიდი სისუსტე - ვერძი და მისი სისუსტეები

 ზოდიაქოს ნიშნების  სამი დიდი სისუსტე - ვერძი და მისი სისუსტეები

რა სახის სისუსტეები გააჩნიათ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს, ხომ მრავალ ღირსებასთან ერთად ნეგატიური თვისებებიც გამოარჩევს ერთმანეთისგან. დღეიდან გვინდა თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სამ ყველაზე დიდ სისუსტეზე გესაუბროთ თანმიმდევრობით:

რაღა თქმა უნდა, საუბარს ვერძით დავიწყებთ:

ვერძის ყველაზე დიდი სისუსტეები კი შემდეგში მდგომარეობს:

1. უტაქტობა -

ვერძი ცეცხლის ნიშანია, რომელსაც აგრესიული პლანეტა მარსი მართავს. მარსი კი თავის მხრივ, ომისა და ბრძოლის ღმერთი იყო მითოლოგიაში. ამიტომ ვერძებს დიპლომატიის უნარი იშვიათად მოეკითხებათ და ყოველთვის ცდილობენ, საკუთარი სიმართლე და ინტერესები "რქებით გაიტანონ" ნებისმიერ სიტუაციში. რის გამოც ეს ხალხი ბევრს აღიზიანებს და არ უყვარს.

2. სიფიცხე -

ვერძი ცეცხლის პირველი ნიშანია. სიმბოლურად "ზოდიაქოს ბავშვია". შესაბამისად, მისი საქციელი ეგოისტური, ქმედებები კი იმპულსურია ხშირად. იგი ადვილად გამოდის წყობიდა და შეუძლია გაბრაზებულზე გარშემო მყოფებს საშინელი რამეები უთხრას (რასაც სავსებით მოსალოდნელია, რომ სულაც არ ფიქრობს რეალურად), შემდგომ ამისა კი დამშვიდებულზე თავის საქციელს ათასგზის ინანებს.

3. მოუთმენლობა -

ვერძი იმპულსური და ქმედითი ადამიანების ზოდიაქოა. ამ ხალხს ყველაფერი უნდა სწრაფად და "ახლავე". მათთვის ლოდინი კატორღაში ყოფნის ტოლფასია. თუმცა, მოუთმენლობით ბევრი ვერძი ხშირად კარგავს კარგ შანსებს ცხოვრებაში და მისი რეპუტაციაც გვარიანად ილახება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?