ვინ შეიძლება იყოს თქვენი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

   ვინ შეიძლება იყოს თქვენი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომ ადამიანები ზოგჯერ დიდად ვერ ეგუებიან ერთმანეთს და უფრო მეტიც, გაცნობისთანავე უჩნდება ზოგიერთს ურთიერთის მიმართ გარკვეული, აუხსნელი ანტიპათია. ამის მიზეზი ხშირად ზოდიაქოს ნიშანიც შეიძლება იყოს. ასტროლოგიაში არსებობს ე.წ. "ვექტორული" ანუ მონა-ბატონის ურთიერთობების ტერმინი. თუმცა, ამის გარეშეც შესაძლებელია გარკვეული ასტროლოგიური ფსიქოტიპიდან გამომდინარე ძნელად ან საერთოდ ვერ იპოვნოთ საერთო ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან.

ვერძი რთულად პოულობს საერთოს კირჩხიბთან. კირჩხიბს ვერძის უხეშობა არ მოსწონს, ვერძს კირჩხიბის ბუტია ხასიათი.

კუროს უჭირს კომუნიკაცია ლომთან. ლომის უთავბოლოდ მფლანგველი ხასიათი და ტრაბახისკენ მიდრეკილება, კუროს მოთმინებას აკარგვინებს მარტივად.

ტყუპი ძნელად ეწყობა თხის რქას. მისნაირი თავქარიანი ადმაიანი, ძნელად აუწყობს ფეხს თხის რქისეულ დისციპლინას.

კირჩხიბს გულს საოცრად სტკენს სასწორი. ამ ადამიანს მისი ემოციების გაგება არ ეხერხება. მეტიც, შესაძლოა, ცინიკური შენიშვნებიც კი მისცეს სასწორმა კირჩხიბს, რაც ამ უკანასკნელს ძალიან გაანაწყენებს.

ლომი ყველაზე ხშირად უცხადებს ომს მორიელს. მისთვის ძნელად მისაღებია მორიელისთვის დამახასიათებელი მანიპულატორული ბუნება და ზურგსუკან მახის დაგებისკენ მიდრეკილება.

ქალწული ძნელად ეგუება ვერძს. ვერძის იმპულსური ხასიათი და წინდაუხედავი ნაბიჯები, ქალწულში დიდ ანთიპათიას იწვევს.

სასწორი რთულად უგებს თევზებს. ისედაც გაორებულ და მერყევ სასწორს, თევზების ქაოსური ბუნება თავგზას აკარგვინებს.

მორიელი წყობიდან გამოჰყავს ტყუპს. ტყუპის უდარდელობა და არაპროგნოზირებადობა, მორიელის ნერვულ სისტემას აჩანაგებს.

მშვილდოსანი რთულად ეწყობა კუროს. მისთვის ძნელად გასაგებია კუროს მესაკუთრული ბუნება და ეჭვიანი ხასიათი.

თხის რქას უჭირს საერთო გამონახოს სასწორთან. მისთვის სასწორი ზედმეტად ჩამოუყალიბებელი და ინფანტილური ტიპია.

მერწყული საერთოს ვერ პოულობს ხოლმე ლომთან. ლომისთვის დამახასიათებელი დიქტატურისკენ მიდრეკილება და ტრაბახის სიყვარული, მერწყულში არასოდეს იწვევს პატივისცემას.

თევზები ძნელად ეგუება მშვილდოსანს. მშვილდოსნის სავიზიტო ბარათი პირდაპირობაა, თევზების სათუთ გულს კი მისი ცინიკური გამონაქვამები ხშირად აყენებს ტკივილს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?