ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები პოულობენ გამოსავალს ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები პოულობენ გამოსავალს ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან

სწრაფი ადაპტაციის ნიჭი და სიტუაციაში ელვის სისწრაფით გარკვევის უნარი, ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს როდი ხელეწიფება. თქმა არ უნდა, ყველა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს გააჩნია გარკვეული თვისებები რომელიც აღფრთოვანების და პატივისცემის ღირსია, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომელთაც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან შეუძლიათ თავის დაღწევა და მშრალად "გამოძვრომა"...

ტყუპი 98% - მათი ორსახოვანი ბუნება, მოქნილობა და სისწრაფე მოქმედებაში შეუდარებელია. ტყუპს ყოველთვის შეუძლია იპოვოს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი და წამის მეასედში შეიმუშაოს "გეგმა ბე".

მორიელი 88% - ეშმაკივით წინდახედული, გამჭრიახი და კატასავით სიცოცხლისუნარიანია. შეუძლია მარტივად ამოიცნოს გარშემო მყოფთა ზრახვები, ამიტომ ნებისმიერი კომბინაციის გადათამაშებას ახერხებს ისე, რომ მოწინააღმდეგეს გაოცების მეტი არაფერი დარჩენია.

მშვილდოსანი 76% - სიმართლე ითქვას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მას მოხერხებულს ვერ დავარქმევთ. თუმცა ფაქტია, რომ უმართლებს და საოცარი წარმატებით ახერხებს თავი დააღწიოს ურთულეს სიტუაციებს. როგორც წესი, ადამიანების კეთილგანწყობასაც მალე იმსახურებს ხოლმე, ესეც არის მისი წარმატების ერთ-ერთი გასაღები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?