როგორ „გადავრჩეთ“ ორშაბათს? - 5 ასტროლოგიური რჩევა

როგორ „გადავრჩეთ“ ორშაბათს? - 5 ასტროლოგიური რჩევა

ზოგჯერ ხომ არის სიტუაციები, როცა სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია იქმნება, კოლეგები თქვენს აზრს არ ითვალისწინებენ, შეფი ცდილობს საკუთარი ნება მოგახვიოთ თავს. მოკლედ, ნეგატივი, ნეგატივი და კიდევ ერთხელ ბევრი ნეგატივია გარშემო. როგორ გინდა ასეთ სტრესულ სიტუაციაში შეინარჩუნო ოპტიმისტური განწყობა და დარჩე პოზიტიური? დღეს ჩვენ გასწავლით თავდაცვის მარტივ წესებს.

1. ნუ მიიღებთ თქვენ თავზე

დაძაბული სიტუაცია ოფისში, თანამშრომლებს შორის კონფლიქტები ხშირად მოქმედებს თქვენზეც. ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე ამ ნეგატიურ განწყობას. გამიჯნეთ მისგან თქვენი თავი. წარმოიდგინეთ, რომ უსაფრთხოების სკაფანდრით ხართ, სადაც როგორც ჭუჭყი და მტვერი, ისე ვერ აღწევს ხმაური და კონფლიქტები.

2. იყავით მადლიერი იმის გამო, რაც კარგადაა

დღეს თუ რაღაც არ გამოდის, ხომ არსებობს თემები, რომელშიც სიტუაცია მართვას ექვემდებარება და სიმშვიდე გაქვთ? გაიხსენეთ სახლში შინაურები გელიან, შვილებს ერთი სული აქვთ თქვენს დაბრუნებამდე. სამსახურის მერე შეყვარებულთან პაემანი გელით... მოკლედ, იყავით მადლიერი და ეს იქნება თქვენთვის ათვლის წერტილი.

3. გახსოვდეთ ყველას თავისი გზა აქვს

თუკი კოლეგამ დღის მანძილზე კონფლიქტში მაინც ჩაგითრიათ, შეფმა საყვედური მოგცათ, დაფიქრდით იმაზე, რომ კარმული პრინციპების მიხედვით ყველას თავისი გზა აქვს. იქნებ თქვენში კი არ არის პრობლემა იმ ადამიანშია, ვინც ცუდ ხასიათზე გაყენებთ. იქნებ თქვენი გზები ამაოდ არ გადაიკვეთა და დღევანდელმა კონფლიქტმა ის უფრო უნდა დააფიქროს რაღაცაზე? უფრო მასშტაბურად შეხედეთ მოვლენებს.

4. აღიქვით პრობლემა როგორც გაზრდის და თვითგანვითარების საშუალება

საყვედური და ცინიკური კომენტარები სამსახურში, აღიქვით როგორც გამოწვევა საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცოთ თქვენი უპირატესობა. დაანახვეთ ყველას, რომ არ ხართ ღირსი ასე გელაპარაკონ. იმუშავეთ საკუთარ თავზე.

5. დრო საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა გაატარეთ

სტრესის გასაქარვებლად საუკეთესო საშუალებაა ჰობით დაკავება, მონახეთ დრო, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ თანაც გონება და ხელები დაკავებული იყოს ამ დროს. ასეთ სიტუაციაში ტვინი გაცილებით უკეთ მუშაობს და გაძლევთ სიგნალებს სად არის გამოსავალი. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ჯერ კიდევ ბრაზობთ ვიღაცაზე, გონება აუცილებლად მოგცემთ საშუალებას საყვარელი საქმიანობის პარალელურად მონახოთ "ოქროს შუალედი" ბრაზსა და ობიექტურ აღშფოთებას შორის. საბოლოო ჯამში კი წყენა აუცილებლად გადაგივლით, იმიტომ რომ, პრობლემას გაცილებით უფრო მასშტაბურად შეხედავთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?