ყველაზე ძლიერი ნებისყოფით დაჯილდოებული ზოდიაქოს სამი ნიშანი

ყველაზე ძლიერი ნებისყოფით დაჯილდოებული ზოდიაქოს სამი ნიშანი

უფრო შედარებით დაბალი ადაპტაციის უნარი და ნაკლები ოპტიმიზმია მათი პრობლემა. დღეს გვინდა მათ საპირისპირო თვისებებზე ვისაუბროთ და ზოდიაქოს იმ ნიშნებზე მოგიყვეთ, ვისზე დაკვირვებაც ყოველთვის მოგცემთ სტიმულს ცხოვრებაში ბრძოლის დასაწყებად.

ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ასტროლოგები ხშირად ქარის წისქვილებთან მეომარ დონ კიხოტსაც ადარებენ. ვერძის ნიშანზე დაბადებულს გასაოცარი ბრძოლისუნარიანობა გააჩნია. ეს ხალხი არასოდეს კარგავს იმედს და შემართებას, მაშინაც კი, როცა გარშემო ყველა თვლის, რომ საჭიროა მისი მხრიდან მარცხის აღიარება. რაღაც გასაოცარი ჯადოქრობით თუ ბედის წყალობით, ვერძები ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ახერხებენ თავის დაღწევას და რაც ყველაზე მთავარია, გამეორებით უფრო უარეს ხათაბალაში ახერხებენ თავის ამოყოფას მომავალ გამარჯვებამდე.

მორიელი - გასაოცარი სიცოცხლისუნარიანობის, სიჯიუტის, პრინციპულობისა და კარგი ინტუიციის წყალობით, მორიელებს ბეწვის ხიდზე სიარულის საოცარი ნიჭი აქვთ. ამ ადამიანების დიდი ნაწილი სიამოვნებას პოულობს ზოგადად როცა სიკვდილს და საფრთხეს ეთამაშება, ამიტომ რთული სიტუაციების გამომწვევი ხშირდ შემთხვევაში მორიელი თავადაა საკუთარ ცხოვრებაში. თუმცა იგი ყოველთვის ახერხებს ჩიხური სიტუაციიდან თავის დაღწევას, გამჭრიახობის და მებრძოლი სულის გამო.

მშვილდოსანი - საოცრად ოპტიმისტი, ლაღი, მუდამ პოზიტივის მომლოდინე ინდივიდია. მშვილდოსნებს ბავშვივით სჯერათ ზღაპრებისა და სიკეთის. მათი უმეტესობა დაუდევრობით, ხიფათიანობით, მაგრამ საოცარი ქუდბედიანობით გამოირჩევა. იდეალისტის ბუნების გამო, კი ისინი მზადა არიან საკუთარ ოცნებებს ქვეყნის დასალიერამდე სდიონ ხშირად. სანდო და უღალატო მეგობრის თვისება, კი მათ ხშირად შველით გასაჭირში იმიტომ რომ, როგორც წესი, უამრავი კეთილისმყოფელი და დამხმარე ჰყავთ.