სწავლობენ თუ არა ჭკუას საკუთარ შეცდომებზე ზოდიაქოს ნიშნები

სწავლობენ თუ არა ჭკუას საკუთარ შეცდომებზე ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ რაციონალური ზოდიაქოს ნიშნები. ისინი, ვისთვისაც დაშვებული შეცდომები ხშირად წარმატების გარკვეულ ტრამპლინადაც შეიძლება იქცეს მაშინ, როცა სხვები ჩადენილ შეცდომებზე არა თუ ჭკუის სწავლას, მათ გააზრებასაც ვერ ახერხებენ ჯეროვნად. რის ხარჯზეც გამუდმებითაა მათ ცხოვრებაში უსიამოვნებათა დაუსრულებელი ჯაჭვი.

გთავაზობთ საინტერესო კლასიფიკაციას:

განსაკუთრებული წინდახედულებით და პრაგმატულობით გამოირჩევიან შემდეგი ნიშნები: კურო, კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული, მორიელი და ლომი. ამ ადამიანებზე წარუმატებლობა, როგორც საუკეთესო კატალიზატორი ისე მოქმედებს. რაც აიძულებს მათ საკუთარი ძალების კონცენტრაცია სამომავლოდ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებაზე მოახდინონ დაშვებული შეცდომების გათვალისწინების ხარჯზე.

დაუდევარი დამოკიდებულებით გამოირჩევიან დაშვებული შეცდომების მიმართ: ვერძები, ტყუპი, სასწორები, მშვილდოსნები, თევზები და მერწყულები. ამ ხალხის დიდი ნაწილი ხშირად ერთი და იმავე ცხოვრებისეულ "ნაღმებს" აბიჯებს ფეხს და ასე დაუსრულებლად. ეს ეხება მათ როგორც პროფესიულ, ისე პირადი ცხოვრების პერიპეტიებს. ისინი ძნელად სწავლობენ ჭკუას დაშვებულ შეცდომებზე და გამუდმებით იმედოვნებენ, რომ ოდესმე მაინც გაუმართლებთ მიუხედავად იმისა, რომ იმავე და არასწორი გზით სურთ სიარული, რამაც თავის დროზე წარუმატებლობამდე მიიყვანათ.