როგორი მამაკაცს არ აქვს შანსი ქალთან, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორი მამაკაცს არ აქვს შანსი ქალთან, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ამიტომ მამაკაცების მიმართ დამოკიდებულებაც სხვადასხვაგვარი აქვთ. შესაბამისად, განსხვავებული კრიტერიუმებით არჩევენ ისინი ინტერესის ობიექტს.

როგორ გგონიათ, როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ ამა თუ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი მოხიბლოს? გთავაზობთ კრიტერიუმთა ნუსხას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა თვისებები აღიზიანებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს მამაკაცში.

ვერძი - ზედმეტად გულჩვილ, სიყვარულის მონად ქცეულ, წყალწაღებულ რომანტიკოსებს ვერ იტანს.

კურო - არაპროგნოზირებადი ხასიათის, სპონტანურობისკენ მიდრეკილ და თავქარიან ტიპებს ერიდება.

ტყუპი - სიტყვაძუნწი, პედანტი და მენტორული ხასიათის მამრების გვერდით იტანჯება.

კირჩხიბს - დამოუკიდებლობის მოყვარული, ექსცენტრიკული და ზედმეტად ხელგაშლილი მამაკაცები აფრთხობს.

ლომი - მეწვრილმანე, ძუნწ და ცინიკური ხასიათის მქონე მამაკაცს არ ეკარება სათოფეზე.

ქალწულს - მოუწესრიგებელი, ქაოსური და მფლანგველი მამრები აღიზიანებს.

სასწორს - უხეში, ზედმეტად ხისტი და არარომანტიკოსი კაცების მიმართ აქვს ანტიპათია.

მორიელს - თავქარიანი, ცვალებადი და უპასუხისმგებლო მამაკაცები სძულს ყველაზე მეტად.

მშვილდოსანს - ტრადიციების მოყვარული, ზედმეტად ფრთხილი და პედანტი კაცები ეჯავრება.

თხის რქას - უამბიციო, პროფესიულად ვერშემდგარი და არაპროგნოზირებადი ტიპები აღიზიანებს.

მერწყულს - მესაკუთრე, ეჭვიანი და ზედმეტად მზრუნველი მამაკაცის გვერდით არ შეუძლია გაძლება.

თევზები - უტაქტო, ემოციურად ცივი და ზედაპირული მამაკაცის გვერდით იგრძნობს თავს უბედურად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?