ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მშობლები ზრდიან საუკეთესო შვილებს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მშობლები ზრდიან საუკეთესო შვილებს

ბავშვის სულიერი და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ის, თუ რამდენად ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ მის მშობლებს. თუკი პატარა სიყვარულისა და თანხმობის გარემოში იზრდება, სამომავლოდ მისგან გაწონასწორებული პიროვნება გაიზრდება. თუმცა, აქვე ისიც არის ყურადსაღები, რამდენად ახერხებენ მშობლები მასში პრინციპულობის, საკუთარი აზრის დაცვის, ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.. მოკლედ დღეს საუკეთესო მშობლებზე ვისაუბრებთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი-ლომი ეს ორი, რომანტიკული, ვნებიანი და მხურვალე ტემპერამენტის მქონე ადამიანის კავშირია. ისინი საკუთარ შვილებს დიდსულოვნების, ნამდვილი სიყვარულის, თავდადების და გულუხვობის მაგალითს მისცემენ მუდამ ცხოვრებაში. მათ ოჯახში შესაძლოა არ იყოს სიმშვიდე, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით (ორივე ცეცხლის ნიშანია შესაბამისად ფეთქებადი ტემპერამენტით), თუმცა ბავშვებს ყოველთვის ექნებათ მხიარული და ოპტიმიზმით გაჟღენთილი გარემო. ვერძი და ლომი მშობელი შვილებს ყოველთვის წაახალისებს და წააქეზებს მწვერვალების დაპყრობისკენ. ეს ის დედ-მამაა, რომელსაც დაუღალავად სჯერა საკუთარი შვილების ნიჭიერებისა და განსაკუთრებულობის, ამავეს უნერგავენ ისინი პატარებს. ამიტომ ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები ძალზე მაღალი თვითშეფასებით გამოირჩევიან.

ქალწული-კურო მზრუნველი ქალწული და მუყაითი, კომფორტის შემქმნელი კურო იდეალურ გარემოს ქმნიან საიმისოდ, რომ ასეთ ოჯახში დაბადებული პატარა გაწონასწორებულ, მშვიდ ინდივიდად ჩამოყალიბდეს. ამგვარი მშობლების სახლში მუდმივად არის წესრიგი, არასოდესაა ხმაური და ქაოსი. ბავშვებმა ზუსტად იციან საკუთარი ადგილი და მოვალეობები. ქალწული აუცილებლად ეცდება შვილები რეჟიმს მიაჩვიოს, კურო კი ბავშვების ნებისმიერ სურვილს და საჭიროებას დააკმაყოფილებს მატერიალურად. ეს ის ოჯახია, რომელშიც შვილებს არ კვებავენ ნახევარფაბრიკატებით და ბავშვები ჯანსაღ, სახლში მომზადებულ კერძებზე გაიზრდებიან. კურო და ქალწული მშობლები შვილებს პატარა ასაკიდანვე უნერგავენ შრომის სიყვარულს, ფულთან დაკავშირებით ყაირათიანობას და ეკონომიურობას. ამიტომ მათი შვილები იშვიათად იზრდებიან მფლანგველებად ან მუქთახორებად.

მორიელი-თხის რქა მკაცრი თხის რქა და ემოციური მორიელი, რომელიც მზადაა საკუთარი ოჯახის დასაცავად მთელ სამყაროს დაუპირისპირდეს საუკეთესო მშობლები იქნებიან. მორიელის და თხის რქის წყვილი პატარებს აუცილებლად ჩაუნერგავს უფროსების პატივისცემას, საკუთარი თავის რწმენას და სიდინჯეს. მორიელი ბავშვებს ავისა და კარგის გარჩევას პატარაობიდან ასწავლის, ასწავლის ასევე საკუთარი თავისა და ინტერესების დაცვას. ხოლო თხის რქა მათ დისციპლინას, მოწესრიგებულობას, პასუხისმგებლობის აღებას მიაჩვევს საკუთარ თავზე. შესაძლოა ამგვარი მშობლების ოჯახში სიმკაცრე და დისციპლინა იყოს გამეფებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარებს იშვიათად ექნებათ უფლება იცელქონ, მაგრამ მომავალში შვილები მადლიერი იქნებიან საკუთარი მშობლების ზუსტად იმიტომ, რომ მათ თავიდანვე მიაჩვიეს წესრიგს და სხვისი აზრის გათვალისწინებას. თხის რქა და მორიელი ბავშვებს საკუთარი ოჯახის, კერის და ნათესავების პატივისცემასაც ასწავლის. შვილებს აუცილებლად ეცოდინებათ, რომ დიდ ასაკში მშობლების მიმართ ყურადღების და ზრუნვის გამოჩენა მათი ბუნებრივი მოვალეობა და ვალდებულებაა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?