ყველაზე პრაქტიკული და ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე პრაქტიკული და ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები

ადამიანებს ფინანსებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი მიდგომა გააჩნიათ. ზოგიერთი თუ ხელგაშლილი და მფლანგველია, სხვები კაპიკს კაპიკზე აწებებენ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტი მატერიალური დოვლათის დაგროვება შეძლონ. ამ ყველაფერს კი არც მეტი არც ნაკლები, ზოდიაქოს ნიშანი, მისი მმართველი სტიქია და ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებები განაპირობებს. არსებობს სამი ყველაზე პრაქტიკული და სუპერეკონომიური ზოდიაქოს ნიშანი:

კურო - მიწის სტიქიის პირველი ნიშანია, გამოირჩევა პრაქტიკულობით. თუმცა, ფულის ხარჯვა არასოდეს ენანება ხარისხიან საკვებსა და კომფორტის ნივთებში. კუროს ძუნწი არ ჰქვია, თუმცა, უთავბოლოდ ხელგაშლილსაც ვერ უწოდებს ვერავინ. მას შეუძლია ფულის შეგროვება და ზოგადად, არის საკმაოდ წინდახედული ადამიანი, როცა საქმე მატერიალურ საკითხებს ეხება. იგი დიდი მონდომებით შრომობს ფინანსური სტაბილურობის შესაქმნელად. თუმცა, იშვიათად ეპოტინება სახიფათო პროექტებს და არც იოლად გამდიდრების ილუზიით იტყუებს თავს.

კირჩხიბი - ემოციურად ძალიან ფრთხილი, წინდახედული და შესანიშნავი ინტუიციის გრძნობით დაჯილდოებული ნიშანია. კირჩხიბს ფული უყვარს, უყვარს თანხის შეგროვება და ზოგადად სიმშვიდის გრძნობას იწვევს მასში იმის ცოდნა, რომ დანაზოგი ეგულება შავი დღისთვის, რომელიც შესაძლოა, არც არასოდეს დადგეს მის ცხოვრებაში. კირჩხიბებს საკუთარი მატერიალური მდგომარეობის შესახებ ხმამაღლა საუბარი და აფიშირება ნაკლებად ახასიათებთ. უფრო პირიქით - შესაძლოა წუწუნებდნენ კიდეც, რომ ძალიან უჭირთ და კაპიკის კაპიკზე დაწებება უწევთ თავის გასატანად. რაც რეალურად სიმართლეს იშვიათად შეესაბამება.

ქალწული - ყველაზე უფრო პრაქტიული, ყაირათიანი და წინდახედული ნიშანია ფულთან მიმართებაში. ქალწულების დიდ ნაწილს ახასიათებს, ხშირად ძუნწობამდე მისული ეკონომიურობა. რის გამოც საკუთარ თავსაც კი ეუბნებიან უარს ბევრ რამეზე. ქალწულს ფულის გამომუშავებაც უყვარს და დაგროვებაც, ხარჯვა - არაფრის დიდებით. ერთადერთი, რაზეც მათ თანხები არ დაენანებათ ექიმთან ვიზიტი ან დიეტური (ჯანსაღი) საკვებია. ისინი საოცრად ანგარიშიანები არიან და კაპიკის სიზუსტით აღნუსხავენ ხოლმე ყოველდღიურ შემოსავალ-გასავალს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?