მიმდინარე კვირის ნუმეროლოგიური პროგნოზი

მიმდინარე კვირის ნუმეროლოგიური პროგნოზი

არამხოლოდ ადამიანებსა და მათ ბედზე ახდენს გავლენას. მისი მეშვეობით გარკვეული პერიოდის პროგნოზირებაც შეიძლება. ასე მაგალითად, შეგვიძლია გავიგოთ მაინც რა მოვლენებით იქნება სავსე ზაფხულის მიწურული...

გამოდმინარე იქიდან, რომ უახლოესი ერთი კვირა ერთიანის ნუმეროლოგიურ ენერგეტიკაში იქნება, ერთიანი კი გამოკვეთილად მასკულანურ, მამაკაცურ, აგრესიულ ენერგიას ატარებს მოსალოდნელია, გარკვეული კონფლიქტები, დაპირისპირებები და ამბიციების წინა პლანზე წამოწევა ადამიანებს შორის, ყოველდღიურ ურთიერთობაში.

ეს ის პერიოდია, როცა ბევრ ჩვენგანს, საკუთარი აზრის "რქებით გატანის" დაუძლეველი სურვილი გაუჩნდება. შესაბამისად, აუცილებელია, მეტი კომპრომისის გამონახვა საქმიანი თუ ბიზნეს მოლაპარაკებისას. აკონტროლეთ ტონი და სიტყვები, იმიტომ რომ ცინიზმის თუნდაც მცირედი დოზა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ მომავალში.

სიყვარულსა და პირად ურთიერთობებში, ერთიანის ენერგეტიკა აუცილებლად მოიტანს წყვილებს შორის ლიდერობისთვის ბრძოლას. შეეცადეთ ნაკლებად შეზღუდოთ თქვენი მეორე ნახევრის თავისუფლება და პატივი სცეთ მის სურვილებს. თუმცა, ეს კვირა ასევე კარგია საიმისოდ, რომ თქვენი ინტერესის ობიექტს, რომელსაც აქამდე მხოლოდ შორიდან ზვერავდით საკუთარი დამოკიდებულება ღიად დაუფიქსიროთ. ნებისმიერი ტიპის თამამი ქმედება და ავანტიურა, სასიყვარულო ფრონტზე ჯეროვნად დაფასდება თქვენი ინტერესის ობიექტის მხრიდან.

ფინანსებისა და კარიერის მხრივ, როგორც ნუმეროლოგები ამტკიცებენ, ერთიანის ენერგეტიკა საუკეთესო მოქმედებს პროფესიული წინსვლის ასპექტში. ნუ შეგეშინდებათ თამამი იდეების გამჟღავნების, აქტიურად მოითხოვეთ ასევე დაწინაურება და ხელფასის მომატებაც. მოკლედ, თავს მეტი რისკის უფლება მიეცით საიმისოდ, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვებულმა შამპანურიც დალიოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?