"ასეთ ადამიანებს ის ხშირად ეკარგებათ ხოლმე" - ვინ და რატომ უნდა ატაროს ვერცხლის სამკაული

"ასეთ ადამიანებს ის ხშირად ეკარგებათ ხოლმე" - ვინ და რატომ უნდა ატაროს ვერცხლის სამკაული

ვერცხლი, ოდითგანვე მიჩნეული იყო მთვარის მეტალად. იგი შესანიშნავად იჭერს მთვარის ენერგეტიკას, ამიტომ მისი ტარება ყველაზე მეტად რეკომნდებული ე.წ. "ლუნარებისთვისაა" მისაღები, ანუ ადამიანებისთვის ვის პირად ჰოროსკოპშიც მთვარისა და კირჩხიბის ზოდიაქოს გავლენა ძლიერია.

ვერცხლს ხანგრძლივად შეუძლია შეინახოს მფლობელის ენერგეტიკული ინფორმაცია. სპეციალისტები თვლიან, რომ ამ მეტალის ტარება ღრმად ემოციური ადამიანებისთვისაა მისაღები. არ არის სასურველი ვერცხლის სამკაული პრაგმატულმა, ზედმეტად რაციონალურმა ადამიანებმა ატარონ. ვერცხლი "ვერ იტანს" ასევე პედანტურ და ბიუროკრატ ადამიანებს. ვერცხლის სამკაულს ნეგატიური ემოციური აურის განმუხტვის ძალა აქვს. იგი შესანიშნავად "გრძნობს" მფლობელის განწყობას. ადამიანებს მკაცრი პრინციპებით, სასტიკი ხასიათით და ზედმეტად სწორხაზოვანი აზროვნებით ვერცხლის სამკაული ხშირად "გაურბის" - ის მათ ეკარგება ხოლმე.

ვერცხლს ახასიათებს მფლობელთან ძლიერი, ემოციური კავშირის დამყარება. ამიტომ სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ვეცხლის ნივთებს, რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ. მათში აუცილებლად იქნება გარკვეული ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის ცხოვრებას შეეხება.

ვერცხლს აქვს უნარი ნებისმიერი ქვა "გააკეთილშობლოს", ამიტომ სასურველია, ძვირფასი ქვები ვერცხლში ატაროთ.

ვერცხლის სამკაულის ტარება ადამიანში სულიერების დონის მატებას, ინტუიციური შესაძლებლობების გაზრდას უწყობს ხელს. მისი გავლენით ადამიანი გაცილებით უფრო თანამგრძნობი, მეოცნებე და შემოქმედებითი ხდება.

ვერცხლის სამკაული შესანიშნავად ბლოკავს ჩვენკენ მომართულ ნებისმიერ, ნეგატიურ ენერგეტიკას. გვიცავს ავი თვალისგან და შავი მაგიის ზემოქმედებისგან.

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო