რა სირთულეები გელით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 2016 წლის მეორე ნახევარში

რა სირთულეები გელით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით  2016 წლის მეორე ნახევარში

პლანეტები სხვადასხვა მოვლენებს იწვევენ ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა რაოდენ ნეგატიურიც არ უნდა იყოს მათი გავლენა, საბოლოო ჯამში გვერწმუნეთ, ყველაფერი მაინც უკეთესობისკენ ცვლილებებს ემსახურება. 2016 წლის მეორე ნახევარში, პლანეტა სატურნის ტრანზიტის გამო სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს, კონკრეტული წინაღობები და პრობლემები შეიძლება შეექმნას. მოდი, განვიხილოთ რას უნდა ველოდოთ ამ კუთხით:

ვერძისთვის პრობლემატური შეიძლება იყოს 2016 წლის მეორე ნახევარში ყველა ის სფერო, რაც სწავლას, ცნობიერების გაფართოვებას უკავშირდება. შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ მოგზაურობის მხრივაც.

კუროსთვის 2016 წლის მეორე დეკადაში პრობლემად შეიძლება იქცეს საერთო ფინანსები, საბიუჯეტო თემები. ასევე ვალებთან და კრედიტებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა. ეს ის წელია, როცა არამც და არამც არ ღირს აიღოთ საკუთარ თავზე გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულება.

ტყუპს შესაძლოა პრობლემები შეექმნას პარტნიორთან ურთიერთობაში. ეს წელი ძალიან ბევრი ტყუპის ცხოვრებაში გადაამოწმებს სიმყარეზე მათ ოჯახურ ცხოვრებას. გამორიცხული არ არის ასევე განქორწინებაც.

კირჩხიბის შემთხვევაში პრობლემები სამსახურეობრივ საკითხებში იქნება. შესაძლოა სამუშაო ადგილის ცვლა მოგიხდეთ ან ისეთი სამუშაო პირობების ატანა, რომელიც მაინცდამაინც კომფორტული არ არის თქვენთვის.

ლომს წინააღმდეგობები შეექმნება სასიყვარულო სფეროში და ბავშვებთან ურთიერთობაში. შესაძლებელია, არცთუ ღირსეულმა ადამიანმა გაგიტაცოთ ამ წელს. ან შვილებთან დაკავშირებით გიძნელდებოდეთ საერთო ენის გამონახვა.

ქალწულისთვის პრობლემად შეიძლება იქცეს უძრავ ქონებასთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირებული თემები. შესაძლოა მოულოდნელი რემონტი დაგჭირდეთ სახლში ან შინაურებმა იავადმყოფონ.

სასწორი სირთულეებს წააწყდება ახლო წრის მეგობრებთან და დედმამიშვილებთან ურთიერთობაში. შესაძლოა ასევე, წლევანდელ წელს თქვენი ავტომანქანა გამოვიდეს მწყობრიდან საბოლოოდ.

მორიელს ფულთან დაკავშირებული თემები შეაწუხებს. შესაძლოა გართულდეს გამომუშავება ან გარკვეული ინტრიგები იყოს უკვე გამომუშავებული თანხების მიღების საკითხში. ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ ანაზღაურების თემა პოტენციურ დამქირავებლებთან.

მშვილდოსნისთვის საკუთარი თავის ძიების წელია. პასუხისმგებლობებიც მატულობს და ისე მარტივად აღარ გამოდის ბევრი მშვილდოსნის ცხოვრებაში არაფერი. მოკლედ, ყველა კითხვაზე პასუხი საკუთარ თავში უნდა ეძებოთ და დროა შეიცვალოთ უკეთესობისკენ.

თხის რქისთვის შესაძლოა პირველ პლანზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა წამოიწიოს. გამორიცხული არ არის, რომ რაიმე ტიპის დაავადება ქრონიკულადაც გაგირთულდეთ.

მერწყულის ცხოვრებაში მეგობრებთან ურთიერთობაში პრიორიტეტების გადანაწილების დრო დადგება. შესაძლოა, თქვენმა სამეგობრომ ზუსტად ამ წელს სერიოზული "წმენდა" განიცადოს ასევე.

დაბოლოს, თევზებს სამსახურეობრივი თემები ექცევთ დილემად, უფრო ზუსტად კი დაძაბული ურთიერთობები ზემდგომებთან. ამიტომ მოუწევთ ამ მხრივ კომპრომისის გამოსანახავად ბევრი ფიქრი და გაანალიზება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?