TOP სამი ყველაზე თავხედი ზოდიაქოს ნიშანი

TOP სამი ყველაზე თავხედი ზოდიაქოს ნიშანი

ხასიათში ადამიანს დაბადებიდანვე მოსდგამს. ეს ისეთი ნიჭია, რომლის შეძენაც პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ადმაიანმა ცხროვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარეც გამოიმუშაოს გარკვეული ლავირების ნიჭი და სითამამე. თუმცა, სითავხედისკენ მიდრეკილება სულ სხვა ფენომენია. როგორ გგონიათ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ამ მხრივ?

ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით შემტევი, მებრძოლი და აქტიური ხალხი იბადება. თუმცა, ვერძები ამასთან ერთად, ხშირად აბსოლუტურად უაპელაციო და უტაქტო საქციელითაც ირცხვენენ თავს გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებაში. ცუდად განვითარებული ვერძი თავხედი, ამბიციური და უაპელაციოდ პრინციპულია. მას არასოდეს ესმის სხვების რჩევა, ნაკლებად ითვალისწინებს იმას, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს საკუთარი ქცევით საზოგადოებაზე და ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, რომ საკუთარი მიზნები "გაიტანოს რქებით".

ლომი - ლომი სამეფო ნიშანია, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხასიათში ნამდვილად აქვთ არისტოკრატული თვისებები ისეთი, როგორიცაა დიდსულოვნება, გულუხვობა, ამბიციურობა, მაღალი თვითშეფასება და გადამეტებული მოთხოვნები გარშემო მყოფთა მიმართ. როგორც ცნობილი ასტროლოგი ლინდა გუდმენი ამბობდა, ცუდად განვითარებული ლომები აუტანელ "პატარა ნაპოლეონებად" გვევლინებიან ცხოვრებაში. ამბიციები აწუხებთ, თუმცა შესაბამისი რესურსები და მონდომება აკლიათ მათ განსახორციელებლად. ამიტომ თავხედურად ითხოვენ გარშემო მყოფებისგან მუდმივ კრძალვას და თაყვანისცემას.

მერწყული - არაპროგნოზირებადი, თავისუფლებისმოყვარული და უზომოდ ცვალებადი ინდივიდია. მერწყულის ნიშნით ყველაზე ექსცენტრიკული ადამიანები ევლინებიან ქვეყანას. თუმცა მათ შორის ბევრი ჰუმანისტი, საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალი და დადებითი პიროვნებაც გვხვდება. უარყოფითად განვითარებული მერწყული კი ინტრიგების ხლართვის დიდოსტატი იქნება, მას შეუძლია გარშემო მყოფები წააკიდოს ერთმანეთს საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. იგი შეფარული მოთხოვნილებით გამოირჩევა იყოს ლიდერი და მართოს სიტუაცია, თუმცა, ამას საჯაროდ არასოდეს აღიარებს და მეგობულობის ნიღაბამოფარებული შეეცდება "გათიშოს და იბატონოს" სიტუაციზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?