რეტროგრადული მერკური - ანუ რატომ არ ღირს უახლოეს პერიოდში ახალი საქმეების წამოწყება

რეტროგრადული მერკური - ანუ რატომ არ ღირს უახლოეს პერიოდში ახალი საქმეების წამოწყება

ერთგული მკითხველი ხართ და ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზებს აქტიურად ადევნებთ თვალს, ალბათ გეცოდინებათ, რომ აგვისტოს ბოლოდან აზროვნებისა და კომუნიკაციის "კურატორი" პლანტა - მერკური უკანმავალი, ანუ რეტროგრადული გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო წარსულში დაუსრულებელ საქმეებს, გაურკვეველ ან ბოლომდე გაუაზრებე ინფორმაციას, ადამიანებსა და მოვლენებს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ, რათა საბოლოოდ გავერკვეთ სიტუაციაციაში. სამაგიეროდ, მერკურის რეტროგრადულობის დროს ნამდვილად არ ღირს ახალი პროექტების წამოწყება. საერთოდ, ბევრი "არ ღირს" არსებობს, რომელსაც რეტრო მერკურის პერიოდში უნდა გათვალისწინება. ისევ და ისევ საიმისოდ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლები შეფერხება და იმედგაცრუება შეგვხვდეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში.

მაშ ასე, რა სახის ქმედებები გვეკრძალება რეტრო-მერკურის პერიოდში:

1. ახალი ტექნიკის შეძენა - შესაძლოა თქვენი შენაძენი რეკორდულ დროში გამოვიდეს მწყობრიდან, აღმოაჩნდეს ქარხნული წუნი, ან რაიმე ტიპის დაზიანება.

2. შოპინგზე სიარული - მერწმუნეთ, რეტრო მერკურზე შეძენილი სამოსი და ნივთები, სამომავლოდ თაროზე დიდი ხნით შემოსადებად იქნება განწირული.

3. მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა და შეთანხმება - რეტრო მერკურზე მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება, სამომავლოდ აუცილებლად დაექვემდებარება ცვლილებებს. გაასწორებს მერკური მოძრაობას და შეთანხმების დეტალები შეიცვლება.

4. ქირურგიული ჩარევა - ჩამოთვლილი პლანეტების რეტროგრადულობის პერიოდში (მერკური, მარსი, ვენერა) ასტროლოგები კატეგორიულად არ გვირჩევენ ქირურგიული ოპერაციების დაგეგმვას. იმიტომ რომ, სიტუაცია სამომავლოდ არაერთგზის გართულდება და შესაძლოა, გამოჯანმრთელებაც რიგი ფაქტორების გამო გაჭირდეს. საქმის ართულებს ისიც, რომ ამჯერდ მერკური ქალწულის ზოდიაქოშია, რომელიც თავის მხრივ მედიცინის სფეროს შეესაბამება. ეს კარგი დროა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად და უკვე არსებული ჯანმრთელობის პრობლემების დასარეგულირებლად.

5. მოგზაურობა, მით უმეტეს ავტომობილით - თუ მაინც გიწევთ დიდ გზაზე გადაადგილება აუცილებლად შეამოწმეთ ავტომანქანის ტექნიკური გამართულობა. გარდა ამისა, თვითმფრინავით მგზავრობისას კარგად გადაამოწმეთ მწყობრშია თუ არა თქვენი საბუთები. ან პასპორტი ხომ არ დაგრჩათ სახლში? რეტრო მერკურის პერიოდში ადამიანებში ყველაზე მეტად ვლინდება გულმავიწყობა და გონებაგაფანტულობა.

6. ახალი პროექტების წამოწყება - რეტროგრადული მერკურის პერიოდში დაწყებული პროექტები, როგორც წესი, მოკლევადიანი "სასიცოცხლო სტატუსით" გამოირჩევა და ხშირ შემთხევაში ამგვარ პროექტებს სამომავლოდ დიდი ხნით უწევს თაროზე შემოდება ან მათში რადიკალური ცვლილებები შევა. სამაგიეროდ, წარმატებული შეიძლება იყოს ის პროექტები, რომელიც წარსულში რაიმე მიზეზის გამო შეაჩერეთ. დაუბრუნდით დაუსრულებელ საქმეებს. შესაძლოა რეტრო მერკურის პერიოდში მათ სულ სხვა ღირებულება და მიზანი შეიძინონ თქვენთვის.

7. ახალი კონტაქტების დამყარება - მეგობრების შეძენას, რაღა თქმა უნდა, არავის უკრძალავს კოსმოსი. თუმცა, რეტროგრადული მერკურის პერიოდი უკვე არსებული ან წარსულში რაიმე მიზეზით გაწყვეტილი მეგობრობის ხელახლა დარეგულირებისკენ მოგიწოდებთ. გამორიცხული არ არის, ძველმა კონტაქტებმა საკმაოდ ნაყოფიერი ნაბიჯების გადადგმაში შეგიწყოთ ხელი მომავალში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?