როგორ გავიგოთ რომელია ჩვენთვის ყველაზე წარმატებული თვე წელიწადში?

როგორ გავიგოთ რომელია ჩვენთვის ყველაზე წარმატებული თვე წელიწადში?

დაბადების დღის თვეს - სასურველია, რომ სამომავლო გეგმები დავისახოთ. ეს არის მოტივაციის თვე.

დაბადების დღიდან მეორე თვეს - ფინანსებს უკავშირდება. შესაძლოა გააკეთოთ შენაძენი ან ახლებური გზით დაიწყოთ ფულის გამომუშავება.

დაბადების დღიდან მესამე თვეს - ახალი კონტაქტების შეძენის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვეა.

დაბადების დღის მეოთხე თვე - რთული თვეა, მოერიდეთ ემოციების ამაოდ ხარჯვას. ენერგია ოჯახის წევრებისკენ მიმართეთ.

დაბადების დღიდან მეხუთე თვე - აქტიური ცხოვრების წესის, გონივრული რისკის პერიოდია. თქვენ შეგიძლიათ იბრწყინოთ ამ თვეს.

დაბადების დღიდან მეექვსე თვე - ისე როგორც არასოდეს, გარემოებებზე ხდებით დამოკიდებული. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. აჯობებს დინებას მიყვეთ.

დაბადების დღიდან მეშვიდე თვეს - მატულობს კომუნიკაცია და იძენთ ახალ, სასარგებლო ნაცნობებს. ამ პერიოდში არ არის სასურველი სამართლებრივი დავების წამოწყება.

დაბადების დღიდან მერვე თვე - ფატალური, მოულოდნელი მოვლენების თვეა. შესაძლოა სულ "შარში" ეხვეოდეთ. ამ პერიოდში ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი არ უნდა ენდოთ ბრმად.

დაბადების დღიდან მეცხრე თვეს - სურვილების ასრულების პერიოდი დგება. ჯადოსნური თვეა. ბევრი იოცნებეთ და იმოგზაურეთ.

დაბადების დღიდან მეათე თვე - სამსახურეობრივი ინტრიგების გააქტიურებას გპირდებათ. მოგიწევთ მტკიცედ დაიცვათ თქვენი ადგილი პროფესიულ სარბიელზე.

დაბადების დღიდან მეთერთმეტე თვე - ყველაფერი შეგიძლიათ სუფთა ფურცლით დაიწყოთ. ახალი იდეების რეალიზაციისთვის საუკეთესო დროა.

დაბადების დღიდან მეთორმეტე თვე - მატულობს შეცდომების დაშვების რისკი. ამ პერიოდში მარტივად მოექცევით სხვისი, ნეგატიური გავლენის ქვეშ. აჯობებს დრო განმარტოებასა და თვითგანვითარებას დაუთმოთ.