სექტემბრის ფინანსური ჰოროსკოპი

სექტემბრის ფინანსური ჰოროსკოპი

წონასწორობისა და თვითშეფასების ასამაღლებლად თუ მილიონები არა, სტაბილური და ადეკვატური შრომის ანაზღაურება ესაჭიროება. ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ რამდენად მაღალ დონეზეა საქმე ამაზე საუბარს აღარ დავიწყებ, თუმცა ვარსკვლავებიც დიდწილად განაპირობებენ იმას თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენთვის ესა თუ ის თვე ფინანსური კუთხით. მოკლედ, დღეს იმაზე მოგიყვებით ვის გაახარებთ სექტემბერი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად გაუთვალისწინებელი ხარჯების კუთხით.

ვერძისთვის სექტემბერი აქტიური თვეა. სამუშაო ძალიან ბევრი გექნებათ, მაგრამ ფულს როგორ სწრაფადაც გამოიმუშავებთ ისეთივე სისწრაფით დახარჯავთ.

კუროს ასტროლოგები ურჩევენ ამ თვეში ცოტა მოუკლოს ეკონომიას. იმიტომ რომ, საკმაოდ მაღალია ფინანსური შემოსავლების გაზრდის შანსი.

ტყუპს დაუგეგმავი შემოსავლები გაახარებს. შესაძლოა ახალ, პერსპექტიულ პროექტს შეეჭიდოთ.

კირჩხიბს ხასიათს გაუფუჭებს საოჯახო ხლაფორთები, რომელიც მის ბიუჯეტს მიაყენებს ზიანს. თუმცა, თვის ბოლოსკენ სიტუაცია დარეგულირდება.

ლომს შესაძლოა ფინანსურ ავანტურაში ჩართვის სურვილი გაუჩნდეს. ფრთხილად ლომებო! იოლი გზით ნაშოვნმა ფულმა შესაძლოა სამომავლოდ დიდი თავის ტკივილი მოგიტანოთ.

ქალწული უკანასკნელ თვეებში მუხლჩაუხრელი შრომის შედეგს დაინახავს სექტემბერში.

ხოლო სასწორისთვის სექტემბრის მეორე დეკადა გასაოცარი სიურპრიზების პერიოდი იქნება. შესაძლოა ფულადი საჩუქრებითაც კი გაგანებივროთ განგებამ.

მორიელს პრობლემები ექნება საგადასახადო ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. თუმცა, შველა მოულოდნელად და სრულიად უცნობი ადამიანისგან მოვა.

მშვილდოსანი საკმაოდ მწარედ დაიმახსოვრებს სექტემბერს, იმის გამო, რომ ზედმეტ ხელგაშლილობას გამოიჩენს თვის დასაწყისში. ასტროლოგები ეკონომიისკენ მოგიწოდებენ, ძვირფასო მშვილდოსნებო.

თხის რქას სასიამოვნო სიურპრიზები ელის ფინანსური კუთხით. გამორიცხული არ არის მიიღოთ პრემია ან დაწინაურდეთ.

მერწყულმა შესაძლოა საკუთარი ორიგინალური იდეების ფულად ქცევის მეთოდს მიაგნოს სექტემბერში ან სულაც უფროსობა დააინტერესოს საკუთარი კრეატიულობით.

დაბოლოს, თევზები , სექტემბრის თვეში თუკი გონივრულად განკარგავენ შემოსავლებს თვის ბოლოს შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ თანხები არათუ ეყოთ, თავის გასანებივრებლადაც დარჩენიათ რესურსები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?