კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 19-25 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 19-25 სექტემბერი

მოვიტოვეთ "დაბნელებების კორიდორი" და დამდეგი კვირიდან გაცილებით უფრო პოზიტიური პერიოდი დაიწყება ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში. მოკლედ, თუკი დაბნელებას "გადაურჩით" ზედმეტი ემოციებისა და კონფლიქტების გარეშე, მომილოცავს - გამოცდა წარმატებით ჩაგიბარებიათ ფსიქოლოგიურ სიმყარეზე. თუმცა, კვირის პირველ ნახევარში, გამომდინარე იქიდან, რომ მერკური ჯერაც რეტრო ფაზაში მოძრაობს, სირთულეები კომუნიკაციის კუთხით ასე თუ ისე კვლავაც შენარჩუნდება. თუმც, კი უკვე გაცილებით "იოლ ფორმებში" გამოვლინდება ეს ყველაფერი. ამიტომ მონდომებისა და სულ ცოტა დიპლომატიის მეშვეობით, უკვე მარტივად შეძლებთ ნებისმიერი ტიპის საქმიანი მოლაპარაკება, ურთიერთსასარგებლო შედეგით დაასრულოთ.

უკვე ორშაბათიდან მარსისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტის გამო, სავსებით შესაძლებელია გასულ პერიოდში ასე თუ ისე დაძაბული პარტნიორული ურთიერთობები დაარეგულიროთ ან სულაც ახალ, რომანტიკულ ნაცნობობას ჩაუყაროთ საფუძველი.

თუმცა კვირის შუაგულში მზად იყავით იმისთვისაც, რომ წარსულში თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაციის ან საქციელის გამო მოგიწევთ ახსნა-განმარტებების მიცემა გარშემო მყოფთათვის ან პასუხისგება. რეტროგრადული მერკური ბოლოჯერ "მოიქნევს" კუდს და გვაიძულებს, კიდევ ერთხელ დავუფიქრდეთ წარსულში ჩადენილ შეცდომებს.

სამაგიეროდ, უკვე 22 სექტემბრიდან მერკურის დირექტიულ ფაზაში გადასვლას ვიზეიმებთ და უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე არსებული უთანხმოებები და გაუგებრობები წარსულს ჩაბარდება. თუმც, კი მაინც ღირს დავფიქრდეთ - რა გვასწავლა ამ სირთულეებმა. მერკურის რეტროგრადული ფაზა ხომ ინფორმაციისა და კომუნიკაციის დონის გაუმჯობესებისკენ გვიბიძგებს. აქვე იმაზეც გვაფრთხილებს, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა დიდ აურზაურამდე მიგვიყვანოს - ამის ნათელი მაგალითია წინა კვირას გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნების წყობაში ცვალებადობის შესახებ.

22 სექტემბრიდან არამხოლოდ მერკური გაასოწრებს მოძრაობას, ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც - მზე პრაქტიკული ქალწულის ზოდიაქოდან, რომანტიკული და სამართლიანი სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს სილამაზის, კომფორტისა და ესთეტიკური სიამოვნების მიღების მოთხოვნილება. გაადვილდება საქმიანი თუ პარტნიორული კავშირები. სულ მალე მზე ვენერასთან და იუპიტერთანაც მოახერხებს ჰარმონიულ "კოჰაბიტაციას" - რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლო კვირა და უკვე ოქტომბრის დასაწყისი გაცილებით უფრო ჰარმონიული, ბევრი პოზიტიური მოვლენებით დატვირთული და რაც მთავარია, მშვიდობიანი გვექნება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?