3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ფლირტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ფლირტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

ვინაც სიყვარულსა და ჰარმონიულ პარტნიორულ კავშირებს არ დაეძებს. თუმცა, ერთია პარტნიორის ძიება და მეორეა მუდმივი მოთხოვნილება სასიყვარულო ავანტურებში გაჰყო თავი. ასტროლოგები თვლიან, რომ "ქრონიკული ფლირტაობისკენ" მიდრეკილია რამდენიმე, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილ ნიშნებს შორის აუცილებლად მოღალატე და არასტაბილური ადამიანები ჭარბობენ. უმეტეს შემთხვევაში ფლირტი მათთვის თავისებური განტვირთვის ან საკუთარი თავისთვის რაღაცის დამტკიცების მეთოდია, სხვა არაფერი.

ლომი - ლომის ზოდიაქო გულს შეესაბამება ანატომიურად, ამიტომ ყველა ის საკითხი, რომელიც სიყვარულსა და სამიჯნურო ამბებს შეეხება ლომისთვის თავისებური სასიცოცხლო დოპინგია. ლომებს უყვართ საკუთარი გარეგნობის დემონსტრირება და თავის მოწონება. მათთვის თავისებური სტიმულია ბევრი თაყვანისმცემლის ყოლა და კომპლიმენტები. თუმცა, რეალურად ძალიან დიდი სიყვარული შეუძლიათ და სულაც არ არიან მოღალატეები, თუკი პარტნიორი მიზეზს არ აძლევს საამისოდ.

სასწორი - პლანეტა ვენერა, რომელიც სასწორის ზოდიაქოს მართავს, სიყვარულის პლანეტის სახელითაა ცნობილი. ამიტომაც არის რომ სასწორებს სიყვარულისა და ფლირტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ნებისმიერი სასწორი აღმერთებს ფლირტს, ეხერხება კიდეც საპირისპირო სქესისთვის თავის მოწონება. თუმცა, როგორც წესი, მოღალატეობას მათ ვერ დასწამებთ. უბრალოდ ძალიან კომუნიკაბელურები და მომხიბვლელები არიან და რა მათი ბრალია, თუკი თაყვანისმცემლები ისე ეხვევიან გარს როგორც ფუტკრები თაფლს?

მშვილდოსანი - ქარიზმატული, მხიარული, გასაოცარი იუმორის გრძნობის მქონე და მეგობრული ნიშანია. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ყოველთვის ახერხებენ საზოგადოების სული და გული იყვნენ, მათზე მუდმივად მოთხოვნაა სამეგობროში. შესაბამისად, აქვთ კიდეც ბევრი ცდუნება ფლირტის გასაბმელად. რაც მათი მომხიბვლელი პიროვნებიდან გამომდინარე ძალზე მარტივია. მშვილდოსანს შეუძლია მარტივად შეიყვაროს ვინმე, თუმცა ასეთივე სისწრაფით ახერხებს ხოლმე გადაყვარებას და ახალი ინტერესის ობიექტის მოძიებას. ამიტომ თუკი გსურთ, რომ მან არ გიღალატოთ არასოდეს შეუზღუდოთ თავისუფლება.