ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით თავბრუდამხვევი წარმატება 2017 წელს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ელით თავბრუდამხვევი წარმატება 2017 წელს

დადგომამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, მაგრამ ცნობილი ასტროლოგები უკვე აკეთებენ წინსწრებით პროგნოზებს იმის შესახებ თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გაუღიმებთ ბედი მომავალი წლის მანძილზე. გთავაზობთ ყველაზე ცნობილი რუსი ასტროლოგის - ვასილისა ვოლოდინას პროგნოზს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე წამყვან რუსულ ონლაინ გამოცემებში.

ასე მაგალითად, მშვილდოსნებს, მორიელებს, თევზებსა და ქალწულებს ცოტა რთული წელი აქვთ 2017, ძირითადად პირად ფრონტზე არსებული სირთულეების გამო. ამ ადამიანებს 2017 წელს მოუწევთ რეალური ბრძოლა საკუთარი ბედნიერების დასაცავად და პარტნიორულ ურთიერთობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად.

ხოლო კუროებს, კირჩხიბებსა და თხის რქებს ვოლოდინა გრძელვადიანი მიზნების დასახვას ურჩევს. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა ამ ნიშნებს შორის დაბადებულ ადამიანებს ჰქონდეთ მატერიალური თუ სხვა სახის შეფერხებები, რამაც ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაშინოს. 2017 წლის მიწურულს ფორტუნა მათ აუცილებლად გაუღიმებს, თანაც ერთობ გულუხვად.

დაბოლოს, ყველაზე წარმატებულები მომავალ 2017 წელს მერწყულები, სასწორები, ვერძები, ტყუპი და ლომები იქნებიან თურმე. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს პრაქტიკულად ნებისმიერი ოცნების განხორციელება შეუძლიათ მომავალ წელს, რასაც შეეჭიდებიან. მათი უმრავლესობა მომავალ 2017 წელს ასევე კარდინალურად შეცვლის დამოკიდებულებას როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფების მიმართ. რაც თავისთავად დიდი ცვლილებების მომტანი იქნება ამ ადამიანების ცხოვრებაში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?