ბავშვები რომლებიც ნებისმიერი თვის 1, 10, 19 და 28 რიცხვში დაიბადნენ განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან

ბავშვები რომლებიც ნებისმიერი თვის  1, 10, 19 და 28 რიცხვში დაიბადნენ განსაკუთრებული უნარებით გამოირჩევიან

ადამიანის დაბადების რიცხვი ძალიან დიდ გავლენას ახდენს არამხოლოდ მის ხასიათზე, არამედ მის ბედსა და სამომავლო ცხოვრებაზე. არსებობს ოთხი კონკრეტული თარიღი და ადამიანებიც, რომლებიც ნებისმიერი თვის ამ რიცხვებში ევლინებიან ქვეყანას განსაკუთრებული გონებრივი თუ ფიზიკური მონაცემებით არიან გამორჩეულნი. ასეთი ბავშვის აღზრდა არ გახლავთ მარტივი, თუმცა არის მათში ასევე რაღაც გენიალური.

ბავშვები, რომლებიც ნებისმიერი თვის 1, 10, 19 და 28 რიცხვში ევლინებიან ქვეყანას, მზის მფარველობის ქვეშ არიან. ამიტომ გამოირჩევიან ენერგიულობით, მოუსვენრობით, დინამიზმით. თანატოლებს შორის ლიდერობას ცდილობენ და შესანიშნავად გამოსდით კიდეც. სხვებისგან ორიგინალური აზროვნება გამოარჩევთ მათ და ხშირად მათი გონებრივი განვითარება წინ უსწრებს ასაკობრივ მოცემულობას.

თუმცაღა, აუცილებელია, რომ ამ ბავშვებს ვასწავლოთ ხასიათის ისეთი თვისებების მოთოკვა როგორიცაა ეგოიზმი. ეს განსაკუთრებით 19 და 28 რიცხვში დაბადებულ პატარებს ეხებათ. ისინი ერთი მხრივ ლიდერული ხასიათის არიან, მეორე მხრივ კი მოსწონთ გარშემო მყოფებზე დომინირება, რამაც შესაძლოა მათში სამომავლოდ დესპოტური მიდრეკილებები წარმოშვას. ამიტომ მშობლებს მოეთხოვებათ ამგვარ პატარებს განუვითარონ საკუთარი თავის რწმენა, თუმცა მაქსიმალურად გააკონტროლონ, რომ ისინი არ იქცნენ ეგოისტებად. ასეთი ბავშვები ძნელად ეგუებიან დაქვემდებარებულის როლს და მუდამ ცდილობენ საზოგადოებაში მთავარი ადგილი დაიკაონ.

მათ უმეტესობას ღრმად სწამს, რომ ყოველთვის და ყველაფერში უპირობოდ მართალია. ეს კი სამომავლოდ ხელს უშლის მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის მხრივ. ასეთი ბავშვები თვითონაც გრძნობენ საკუთარ უნიკალურობას, თუმცა, დიპლომატიის არქონის გამო ისინი შესაძლოა თანატოლებმა გარიყონ ან საცინრად აიგდონ მათი იდეალები. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ზემოჩამოთვლილ რიცხვებში დაბადებულ პატარებს მარტოობისკენ მიდრეკილებაც უჩნდებათ. ჰგონიათ, რომ თანატოლებთან ვერ იპოვნიან საერთო ენას. ამგვარი ბავშვის აღზრდისას დედაც და მამაც აუცილებლად უნდა იყოს საკმარისად ძლიერი და პრინციპული პიროვნება.

წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა პატივს არ სცემს მათ მითითებებს და მოიქცევა ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. მაგრამ, თუკი მშობლები მას პატიოსნების, სიკეთისა და სიმამაცის მაგალითს აძლევენ მუდამ, ეს ერთი შეხედვით "რთული ბავშვები" გასაოცარ, სულგრძელ და ბრძენ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან მომავალში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?