ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უმართლებთ ყველაზე ხშირად ქორწინებასა და სიყვარულში

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უმართლებთ ყველაზე ხშირად ქორწინებასა და სიყვარულში

ადამიანის ხასიათის სირთულე ძალზე ხშირად მისი ზოდიაქოს ნიშნის უმთავრესი მახასიათებლებისგან გამომდინარეობს. თუმცა არ არსებობს ამქვეყნად აბსოლუტურად ცუდი, ან აბსოლუტურად კარგი ბედი. შესაბამისად, ვიღაცას თუ კარიერაში უმართლებს, სხვამ შეიძლება ქორწინებაში იპოვოს იოლად საკუთარი, ჭეშმარიტი მეორე ნახევარი და ჰარმონიული ოჯახური ცხოვრებით დატკბეს. არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებიც, რომელთათავისაც გაცილებით მარტივია იყოს კარგი პარტნიორი. შესაბამისად, ისინი იოლად აგებენ ოჯახურ ბუდეს და ახერხებენ იყონ ბედნიერნი.

კურო - პლანეტა ვენერა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ჩანასახშივე განაწყობს კუროებს ეძებონ ჰარმონია და სიყვარული. ეს მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამასთან ერთად, კურო გამოკვეთილად მშვიდობისმოყვარე, დინჯი, სტაბილური და ოჯახის მოყვარე ნიშანია. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კუროს მეწყვილეს გაუმართლა. ამ ადამიანებს შორის იდეალური ცოლები და ქმრები გვხვდებიან. მათ შეუძლიათ დატკბენ ყოველდღიური ოჯახური ცხოვრებით და იშვიათად გაურბიან პასუხისმგებლობებს.

სასწორი - პარტნიორობის თემა მისთვის სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი საკითხია. სასწორს თავად სიყვარული უყვარს, უფრო სწორად უყვარს საკუთარი თავი შეყვარებულ მდგომარეობაში. ამიტომ იგი ერთ დღესაც კი ვერ ძლებს ფლირტისა და ემოციების გარეშე. თუმცა, როგორც კი პოულობს მისთვის შესაფერის და ჰარმონიულ მეორე ნახევარს, იგი სანიმუშო ცოლი ან ქმარი ხდება. სასწორები რბილი, დამთმობი, მოსიყვარულე მეორე ნახევრები არიან და ძალა შესწევთ, მართლაც რომ გააბედნიერონ საკუთარი მეორე ნახევარი.

მშვილდოსანი - ქარიზმატული, მომხიბვლელი, მხიარული და ალალი, ბუნებით მაძიებელი და იდეალისტია. მშვილდოსნებს მტკიცედ სწამთ ხვალინდელი დღის პოზიტიურობის, ამიტომ ამ ხალხთან კომუნიკაცია სხვებისთვის სასიამოვნო და აუცილებელიც კია. მას შეუძლია იმედითა და ოპტიმიზმით აავსოს ნებისმიერი ადამიანი. მშვილდოსნებს ხშირად უმართლებთ ქორწინებაში, რაც ძალზე ხშირად სოციალურად ბევრად მაღლა მდგომ ადამიანზე ან უცხოელზე ქორწინებაში გამოიხატება. ისინი არ არიან ეჭვიანები და ყოველთვის ცდილობენ პარტნიორისთვის უფრო მეგობრები იყონ, ვიდრე კლასიკური გაგებით ცოლი ან ქმარი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?