ზოდიაქოს ყველაზე ცნობისმოყვარე ბავშვები

ზოდიაქოს ყველაზე ცნობისმოყვარე ბავშვები

მოცემულობა, არამხოლოდ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე არამედ ჩვენს შვილებთან დამოკიდებულებაზეც აისახება. ამიტომ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ არის ზოდიაქოს ნიშნით თქვენი პატარა და რა სახის თავისებურებებს ატარებს მისი ზოდიაქოს ნიშანი. ცნობილი ფაქტია, რომ პატარა ადამიანები განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა ხშირად არიან უზომოდ ცნობისმოყვარეები და აქტიურები. თუმცა ამ მხრივ არსებობს ოქროს სამეული. ზუსტად მათზე გვინდა გესაუბროთ დღეს.

ტყუპი - მერკური, ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი პატარა ტყუპს აჯილდოებს გასაოცარი წარმოსახვის ნიჭითა და უზომო ცნობისმოყვარეობით. ზოდიაქოს ამ ნიშანზე დაბადებული ბავშვები, როგორც წესი, ძალიან ადრე იწყებენ ლაპარაკს, არიან კონტაქტურები და გამჭრიახები. ტყუპი ბავშვი ცოცხალი ენციკლოპედიაა, მის გონებაში უამრავი ინფორმაცია მუსირებს და ინახება. იგი ყველაფერს იკვლევს და არ ელევა კითხვები - "როდის", "რატომ", "რისთვის". სასურველია, თუკი მას ადრეული ასაკიდან შეაყვარებთ კითხვას. ასევე თუ წერის ნიჭი ექნება მიაჩვევთ წეროს საკუთარი ნააზრევი. გახსოვდეთ, რომ ტყუპის ზოდიაქოთი ბევრი ჟურნალისტი იბადება.

ქალწული - ასევე მერკურით მართული ნიშანია, თუმცა ტყუპისგან განსხვავებით ის უფრო მკვლევარი და გამომძიებელია, ვიდრე მუდმივად მოლაქლაქე ობიექტი. ქალწული ბავშვები ცოტა ასოციალურებიც არიან, მას შეიძლება მარტო ყოფნა ერჩივნოს ხოლმე თანატოლებთან ჟრიამულს და თამაშს. იგი შესაშური დაკვირვების ნიჭით და დეტალებზე ორიენტირებულობით გამოირჩევა. ამიტომ კარგს იზამთ, თუკი სამომავლო პროფესიად მას მედიცინას ან არქიტექტურას შეურჩევთ.

მერწყული - პლანეტა ურანი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს ყველაზე ექსცენტრულ პლანეტად ითვლება მთელ გალაქტიკაში. ურანის გავლენით პატარა მერწყულები ორიგინალურები, არაპროგნოზირებადები, ნიჭიერები და დაუმორჩილებლები არიან. მათ ძალიან უყვართ თავისუფლება და რაც არ უნდა სცადოთ თქვენს გავლენაში ვერასოდეს მოაქცევთ. იგი არ არის კონფლიქტური, მაგრამ საშინლად ჯიუტია და ყოველთვის შეძლებს საკუთარი პრინციპების დაცვას. მერწყულებს ფენომენალური მეხსირება და ორიგინალური იდეები აქვთ. მისი აზროვნება მომავლის აზროვნებაა, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ძალზე ხშირად დააბრეხვებს რაიმე სახის უტოპიურ სისულელეს, რომელიც მომავალში შესაძლოა სავსებით რეალური იყოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?