როგორი ტიპის ქალს შეუძლია გააბედნიეროს მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი ტიპის ქალს შეუძლია გააბედნიეროს მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცური სამყაროს დიდი ნაწილი, ალბათ არაერთგზის დამდგარა ერთობ საჭირბოროტო დილემის წინაშე - მაინც როგორი მეუღლე სჭირდება ამა თუ იმ მამაკაცს გვერდით, ან სჭირდება კი ზოგიერთს იგი საერთოდ?

პარტნიორობის თემაზე, ასტროლოგებიც არანაკლებს მუშაობენ და ამ კუთხით უამრავი ტიპის კვლევა თუ გამოკითხვა არსებობს. შედეგები რომ დავაჯამოთ და კონკრეტული ნიშნის ტიპური წარმომადგენლის მიხედვით ვიმსჯელოთ, შესაძლებელია შევქმნათ მიახლოებითი მოდელი მაინც იმისა, თუ როგორი ტიპის მეორე ნახევარი გამოადგება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს.

ასე მაგალითად ვერძს - ქალური, საკმარისად ნაზი, თუმცა არამონური ფსიქოლოგიის მქონე ქალი სჭირდება გვერდით. ის ვერ აიტანს ვერც "ქრონიკულ დიასახლისს", ვერც ტიპურ ბიზნეს-ლედის მეორე ნახევრად. ამიტომ ქალმა შუალედი უნდა მონახოს ამ მხრივ.

კუროს - სტაბილური ფსიქიკის მქონე, გაწონასწორებული და მშვიდი ქალი სჭირდება. მისი მეუღლე ზომიერად რომანტიკულიც უნდა იყოს და გემრიელი კერძების კეთებაც უნდა შეეძლოს.

ტყუპს - მრავალმხრივი ნიჭის მქონე, ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და ერუდირებული მეორე ნახევარი გამოადგება. მისთვის მეუღლესთან მენტალური კავშირი, სექსუალურ თავსებადობაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ.

კირჩხიბს - დედის ტიპის, მზრუნველი და უზომოდ მოსიყვარულე მეორე ნახევარი გააბედნიერებს. შესაძლებელია, ქალი მასზე ასაკით უფროსიც იყოს. ეს კირჩხიბისთვის აბსოლუტურად არ წარმოადგენს დისკომფორტს.

ლომს გვერდით ღირსეული, გრაციოზული და დიდსულოვანი ქალი სჭირდება. მისი მეწყვილე აუცილებლად უნდა ფლობდეს კარგ მანერებს და საზოგადოებაში თავის დაჭერაც უნდა შეეძლოს. თუმცა, ოჯახში ქმარი უზომო სითბოთი და ყურადღებით უნდა გაანებივროს.

ქალწულს ცოლად მოწესრიგებული, წინდახედული, გამჭრიახი და გაწონაწორებული ქალი სჭირდება. მისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის არა ფიზიკური იმიჯი (თუმცა არც ეს არის მეათეხარისხოვანი!) არამედ გონებრივი პოტენციალი და ცხოვრების წესი. იგი ვერასოდეს ატანს გვერდით ქაოსურ ან ფეთხუმ ქალს.

სასწორი ჰარმონიულ და რომანტიკულ მეუღლეზე ოცნებობს. მისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია პარტნიორის ვიზუალური მონაცემები. შესაბამისად, თუ ტაქტიანი და გემოვნებიანი ბრძანდებით, ამასთან, ლამაზი ღიმილიც გაქვთ, სასწორ მამაკაცთან თქვენი შანსები ერთიორად იზრდება.

მორიელი დომინანტი და ლიდერია ურთიერთობაში. ზოგჯერ ტირანიც. ამიტომ მას ისეთი ქალი სჭირდება, რომელსაც ჭკუა ჰყოფნის და მსხვერპლის როლს პერიოდულად კარგად მოირგებს. პ.ს. ჭკვიანი ქალებით მორიელი არანაკლებ იხიბლება, რომ იცოდეთ!

მშვილდოსანს გვერდით მეგობარი და კარგი თანამოაზრე სჭირდება. ისეთი ქალი, რომელიც მის მრავალრიცხოვან გატაცებებს და მსუბუქ ფლირტაობებს სერიოზულად არასოდეს აღიქვამს. თუ ასეთი ხართ, გილოცავთ - თქვენი მეწყვილე გიპოვნიათ!

თხის რქას სერიოზულ, პროფესიულად და პიროვნულად შემდგარ მეორე ნახევარზე ექნება ყოველთვის პრეტენზია. ზედმეტად ემოციური, არაპროგნოზირებადი და ულტრათანამედროვე შეხედულებების მქონე ქალი მისი შესაფერისი არ არის.

მერწყულს პირიქით - ყველაზე არაადეკვატური, კრეატიული და რაც მთავარია, თავისუფლების მოყვარულ-დამფასებელი მეუღლე გამოადგება. ჰო და შეგიძლიათ გარეგნობით სულაც არ ბრწყინავდეთ, სამაგიეროდ, უნდა მოხიბლოთ იგი ჭკუით.

დაბოლოს , თევზ მამაკაცს ფსიქოლოგიურად ძლიერი, თუმცა არახისტი და არა უხეში ქალი სჭირდება გვერდით. მეუღლეს მისი მხარდაჭერა და თანადგომა მოეთხოვება. თუმცა, თავის მხრივ მან არც ქალური მომხიბვლელობა და შარმი უნდა დაკარგოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?