რა ინფორმაციას გვაძლევს მამაკაცის სექსუალურ პოტენციალზე მისი ზოდიაქოს ნიშანი

რა ინფორმაციას გვაძლევს მამაკაცის სექსუალურ პოტენციალზე მისი ზოდიაქოს ნიშანი

ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ტემპერამენტსა და სექსუალურ პოტენციალსაც განაპირობებს. ამიტომ ხშირად მხოლოდ დაბადების თარიღიც კი დაგეხმარებათ იმაში, რომ გამოიცნოთ მამაკაცი რეალურად "მაჩოა" თუ უბრალოდ თქვენთვის თავის მოსაწონებლად ტრაბახობს რამდენი ქალი ჰყოლია.

პირველ რიგში, ყველაზე "მხურვალეთა" რიგებს ვერძები, ლომები და მშვილდოსნები უნდა მივაკუთვნოთ. ამ მამაკაცების ვნება ძალზე ინტენსიური და ბობოქარია. თუმცა, მათი უმრავლესობა მალე ნელდება, სანამ ახალ "საკბილოს" არ დალანდავს ჰორიზონტზე. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ცეცხლის სტიქიას გამუდმებით ესაჭიროება ახალ-ახალი "საწვავი" საიმისოდ, რომ არ დაჟანგდეს და კარგად იმუშაოს.

რაც შეეხება წყლის სტიქიის მამრებს ანუ კიბოებს, თევზებსა და მორიელებს მათთვის სექსუალური მოთხოვნილებები და პარტნიორთან ემოციური თავსებადობა ძირითადი ფაქტორია ურთიერთობაში, ამიტომ თუ მათ პარტნიორი ემოციურად ავსებს, იქ სექსუალური პრობლემებიც მოხსნილია.

აი, მიწის სტიქიასთან ანუ ქალწულთან, კუროსთან და თხის რქასთან კი მთავარი, კომფორტი და წესრიგია. ამ მამაკაცებისთვის სექსს, ისევე როგორც დანარჩენ ყველაფერს ცხოვრებაში თავისი რიგი და გრაფიკი აქვს. ამიტომ თუ პარტნიორი თანახმაა მასთან ერთად ამ გრაფიკით იხელმძღვანელოს პრობლემა ნამდვილად არ შეიქმნება.

ყველაზე ნაკლები სექსუალური აქტივობით კი, ჰაერის სტიქიის მამრები გამოირჩევიან ანუ ტყუპი, სასწორები და მერწყულები. ისინი მთელ თავის ტემპერამენტს ლაქლაქში და ვერბალურ კომუნიკაციაში ხარჯავენ. ამიტომ, თუ გინდათ ასეთ კაცს თავი მოაწონთ, ნაირ-ნაირი სექსუალური თეთრეულის ყიდვას ჯობია, ინტელექტის დონე აიმაღლოთ. ამით იგი უდავოდ აღფრთოვანებული დაგრჩებათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?