ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან დახელოვნებული მატყუარები

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან დახელოვნებული მატყუარები

ტყუილის თქმა თავისებური "ხელოვნებაა" და ყველას როდი ხელეწიფება ეს. როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ფანტაზიორობისკენ განსაკუთრებულად მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნების "ოქროს სამეული" არსებობს, რომელთაც ცხოვრებაში რაღაც-რაღაცების შელამაზებისა და გაზვიადების გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ... ზოგიერთი ამას ტყუილს ეძახის, ზოგს კი უბრალოდ მიაჩნია, რომ მდიდარი ფანტაზია აქვს და ამიტომაც მტრობენ სხვები... თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილ "საპატიო სამეულს" შორის აღმოჩნდით, ალბათ თავის დასამშვიდებლად აუცილებლად იტყვით, რომ – "სისულელეა, ეს ჰოროსკოპები"... არადა, აჯობებდა სიმართლისთვის თვალებში ცოტა უფრო თამამად ჩაგვეხედა...

თევზები – ყველაზე "უვნებელი მატყუარაა" დანარჩენ ორთან შედარებით. ტყუილს ხშირად მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ წარმოსახვითი რეალობა ურჩევნია გარშემო არსებულს. მოსწონს "კეთილი" ტყუილების თქმა, ძირითადად იმ მიზეზით, რომ არ სურს ვინმეს გული ატკინოს მწარე სიმართლით.

ტყუპი – ტყუილის დიდოსტატია. ფაქტობრივად "მარკეტინგული ხელოვნების" დონეზე აქვს აყვანილი ტყუილის თქმის ხელოვნება. პრინციპში, კარგად თუ დააკვირდებით, იგი კი არ იტყუება, არცთუ მომხიბვლელ და უღიმღამო რამეებს ლამაზად "ფუთავს" საზოგადოების წინაშე წარსადგენად. მისთვის ძალზე მარტივია ამტკიცოს შავზე, რომ ის არის ქათქათა თეთრი. ამიტომ დიდხანს თუ მიუგდებთ ყურს, შესაძლოა მალე დალტონიზმის სინდრომითაც დაავადდეთ.

მშვილდოსანი – მისთვის ჰაერივით აუცილებელია საზოგადოება საკუთარი "მჭერმეტყველების" დონით გააოცოს და აღაფრთოვანოს. ჰოდა, რა ქნას, თუკი პერიოდულად აღმოაჩენს, რომ ხუმრობები მოუძველდა? ასეთ დროს მხოლოდ ის გამოსავალი რჩება, რომ ჯამბაზის სახასიათო შტრიხები წამოსწიოს საკუთარ ხასიათში (მშვილდოსნებს ხომ უყვართ ჯამბაზობა) და ბურთებით თუ არა, სიტყვებით "ჟონგლირება" მართლაც რომ შესანიშნავად გამოსდის. ჰოდა, გახსოვდეთ, ის არასდროს იტყუება – უბრალოდ, როცა რაიმეს ამბობს, იმ მომენტში მართლა სჯერა საკუთარი სიტყვებისა და სიმართლის...

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?