რომელია თქვენი მფარველი ქვა-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელია თქვენი მფარველი ქვა-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს გააჩნია საკუთარი მფარველი ძვირფასი ქვის სახით. ამიტომ სასურველია ზუსტად თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაფერისი ძვირფასეულობა ატაროთ საიმისოდ, რომ მაქსიმალურად მოიზიდოთ წარმატება.

ვერძს ხასიათის ისეთი თვისებების გამო როგორიცაა - სიმამაცე, გაუტეხელი სული და პრინციპულობა ალმასი (ბრილიანტი) შეესაბამება.

კუროს სენტიმენტალურ და მგრძნობიარე ხასიათს, რომელშიც საკმარისი დოზითაა სიჯიუტეც ძალიან კარგად წარმოაჩენს ვარდისფერი კვარცი.

ხოლო ტყუპის ცვალებად ხასიათსა და მაძიებელ ბუნებას მეტ ბრწყინვალებას მისცემს მარგალიტი.

კირჩხიბისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური მყუდროება და ურთიერთობა შინაურებთან. მისი ქვა ტურმალინია.

ლომის ამბიციურ, დიდსულოვან ხასიათს და მეფურ ბუნებას ხაზს ციტრინი გაუსვამს.

ხოლო ქალწულის პრაქტიკული ხასიათი, წინდახედულება და ინტელექტი კარგად შეესიტყვება საფირონს.

სასწორის სამართლიანობას, ჰარმონიის სიყვარულსა და სილამაზის აღქმას მარჯანი ასახავს.

ხოლო მორიელის ექსპანსიური ბუნება, ძალაუფლების სიყვარული და რისკის მოთხოვნილება კარგ გამოძახილს პოულობს ტოპაზის ქვაში.

მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია თავგადასავლების სიყვარული, ფილოსოფიური ბუნება და ოპტიმიზმი, რასაც კარგად შეესიტყვება როდოლიტი.

თხის რქა სიმკაცრით, დისციპლინითა და შრომისმოყვარეობითაა გამორჩეული. მისთვის კარგია პრაზიოლიტი.

მერწყული ორიგინალური, არაპროგნოზირებადი და კრეატიულია. მისი ქვაა ამეთვისტო.

ხოლო თევზების ილუზორულ, მეოცნებე ბუნებას იდეალურად შეესიტყვება სერდოლიკი.