დედ-მამის საჩუქარი - ყველაზე სერიოზული პატარები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დედ-მამის საჩუქარი - ყველაზე სერიოზული პატარები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მისი შვილი დამჯერი, ჭკვიანი, შრომისმოყვარე და გაწონასწორებული პიროვნება გაიზარდოს. მაგრამ პატარა ასაკში ყველა ბავშვი როდი "ანებივრებს" დედ-მამას მშვიდი და დამყოლი ხასიათით. თუმცა, არსებობს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომლის გავლენით დაბადებული ბავშვებიც შეიძლება ნამდვილ "საჩუქრად" იქცნენ მშობლებისთვის, იმის გამო, რომ პატარაობიდანვე სერიოზულობა და სიდინჯეა მათი სავიზიტო ბარათი.

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული პატარა, მშვიდი ხასიათით და უკონფლიქტო ბუნებით გამოირჩევა. პატარა კუროს არ უყვარს ხმაური და იშვიათად მართავს ხოლმე ისტერიკებს მშობლების თვალწინ. იგი დინჯი, მოწესრიგებული და მშვიდი ბავშვია. მართალია, სკოლაში განსაკუთრებული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მუყაითად მეცადინეობს ხოლმე და ცხოვრებაში ყოველთვის პოულობს თავის ადგილს.

ქალწული - დაკვირვებული, გონიერი, თუმცა ცოტათი ასოციალური პატარაა. ქალწული ბავშვები დაბადებიდან გამოირჩევიან საოცარი მიმბაძველობითა და ჭკუით. ისინი კარგად ამჩნევენ და უღრმავდებიან დეტალებს. ამიტომ ასეთი ბავშვის მოტყუებას აზრი არ აქვს. პატარა ქალწული მზრუნველი და ყურადღებიანია. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ დაავალოთ მას უმცროსი და-ძმის მოვლა ან სახლის პატრონობა. იგი მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანია მცირე ასაკიდან. ამიტომ მისი იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ.

თხის რქა - ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ბავშვებს "პატარა დიდებს" უწოდებენ. პატარა თხის რქები დაბადებიდანვე გასაოცარი სერიოზულობითა და სიმშვიდით გამოირჩევიან. ისინი სიამოვნებით თამაშობენ იმ სათამაშოებით, რომლითაც "დიდები ერთობიან", ამიტომ სიამოვნებით ეხმარებიან ხოლმე დედ-მამას საოჯახო საქმეებში. მათთვის დამახასიათებელია გასაოცარი დისციპლინირებულობა და საკუთარი ოჯახის მიმართ უსაზღვრო სიყვარული.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?