ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანი შეიძლება გახდეს თქვენი მტერი და რატომ?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანი შეიძლება გახდეს თქვენი მტერი და რატომ?

ვერძი ყველაზე ხშირად შედის კონფლიქტში თხის რქასთან. ეს ორი, უჯიუტესი ნიშანი ერთმანეთს არასოდეს უთმობს პროფესიულ პირველობას.

კურო ხშირად უპირისპირდება მორიელს. მორიელს შემოვლითი გზით უყვარს ზიანის მიყენება, კურო კი ვერასოდეს პატიობს მანიპულაციის მცდელობას.

ტყუპის ყველაზე დიდი მტერია თევზები. მათ შორის საერთო ისაა, რომ ორივეს უყვარს ინტრიგების ხლართვა, თუმცა, ტყუპი ამას ღიად აკეთებს, თევზები კი შეფარულად.

კირჩხიბი ხშირად ებრძვის სასწორს. სასწორისთვის ხომ უცხოა კირჩხიბის სენტიმენტები და ხშირად საცინრადაც იგდებს მას.

ლომი ძალზე ხშირად ეჯახება ხოლმე რქებით მორიელს. ორივე მათგანს უყვარს პირველობა და ამბიციებიც დიდი აქვთ.

ქალწულის დაპირისპირება ხშირია მშვილდოსანთან. მშვილდოსნის ქაოსურობას, უპასუხისმგებლობასა და უწესრიგობას წყობიდან გამოჰყავს ქალწული.

სასწორი ყველაზე ხშირად შედის ცხარე პოლემიკაში თხის რქასთან. თხის რქის რაციონალიზმი ვერ ეგუება სასწორის რომანტიკულობას.

მორიელის მოთმინებიდან გამოყვანა შეუძლია ტყუპს. მისი დაუდევრობა, არაპროგნოზირებადობა და უდარდელი ხასიათი მორიელს ხშირად აცოფებს.

მშვილდოსანი არცთუ იშვიათად ებრძვის ვერძს. ვერძის სიჯიუტე და ბავშვური აკვიატებები აცოფებს მშვილდოსანს.

თხის რქა ხშირად უპირისპირდება მორიელს. ერთსაც და მეორესაც გააჩნიათ დიდი ამბიციები.

მერწყულის გაგება უჭირს ლომს. ამიტომ ხშირად ცდილობს ეს უკანასკნელი ჭკუა ასწავლოს მერწყულს.

თევზების დაუდევრობა აღიზიანებს ქალწულს. ის ყოველთვის ეცდება საკმაოდ მწარე შენიშვნებით გამოაფხიზლოს ეს უკანასკნელი.