ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან "დედიკოს ბიჭები"
ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან "დედიკოს ბიჭები"
ოცდამეერთე საუკუნეში, ქალების ემანსიპაციის პერიოდში ალბათ მამაკაცებმა გარკვეულწილად დაკარგეს ფუნქცია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მამაკაცი დარჩეს მამაკაცად, თუკი მასში არის საკმარისი მონაცემები საამისოდ და ხელს აღზრდაც უწყობს. თუმცა, არსებობენ ე.წ. "დედიკოს ბიჭებიც", მამაკაცები, რომელთაც ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა უჭირთ, ან საერთოდაც არ შეუძლიათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ლომის წილი, მათი ხასიათის ჩამოყალიბებაში დედას მიუძღვის, თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ ზოგიერთ ადამიანს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ბავშვობიდანვე გააჩნია დედასთან მიჯაჭვულობის მაღალი კოეფიციენტი. ამიტომ თუკი ზოდიაქოს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნით დაბადებული ბიჭის მშობელი ხართ თქვენც დიდი სიფრთხილე მოგეთხოვებათ.

კურო - პლანეტა ვენერას მართვაში მყოფი ინდივიდია. პატარა ასაკიდანვე აქვს მიდრეკილება სიზარმაცისა და კომფორტისკენ. მისგან შეიძლება უმაღლესი დონის ეგოისტი და დედიკოს ბიჭი დადგეს, თუკი ბავშვობიდან მიაჩვევთ უზრუნველ ცხოვრებას და ხელს შეუწყობთ ღორმუცელობაში.

კირჩხიბი - მთვარე, ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტაა, რომელიც თავის მხრივ კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს. ამიტომ მამაკაცი კირჩხბები, რაც არ უნდა ვაჟკაცური ხასიათი ჰქონდეთ, მაინც გამოირჩევიან გარკვეული ფემინურობით. ნებისმიერი მამრი კირჩხიბი აღმერთებს დედას, ამიტომ დიდ ასაკშიც კი უჭირს ამ უკანასკნელის კალთას მოშორდეს, თუკი, რა თქმა უნდა, თავად დედაც შეუწყობს ამაში ხელს.

თხის რქა - პლანეტა სატურნი, რომელიც თხის რქის ზოდიაქოს მართავს, თხის რქა მამაკაცების უმეტესობას ანიჭებს უზომო პასუხისმგებლობის გრძნობას ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით დედის მიმართ. თხის რქა ძალიან ადვილად ექცევა დედის გავლენის ქვეშ და ეს გავლენა სამომავლოდ მის პირად არჩევანსაც განაპირობებს. იგი არასოდეს დაქორწინდება ისეთ ქალზე, რომელიც დედას არ მოეწონება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ქართულ რეალობაში სულ ახალი დამკვიდრებული
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე  ჰუმანური და  ბედნიერი ნიშანი
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ასევე დაგაინტერესებთ