ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ნოემბრის თვეში ბიზნესსა და სიყვარულში გაუმართლებს

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ნოემბრის თვეში ბიზნესსა და სიყვარულში გაუმართლებს

უკვე კარს მოგვადგა და დადგა დრო ნოემბრის პროგნოზებსაც გადავხედოთ. ნებისმიერ სეზონს და ნებისმიერ პერიოდს თავისი ე.წ. "ფავორიტები" ჰყავს ასტროლოგიური კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ კეთილისმყოფელი პლანეტები ზუსტად ამ პერიოდში აკეთებენ დადებით ასპექტებს ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანში ან მათ მმართველებთან. ნოემბერიც არ გახლავთ ამ მხრივ გამონაკლისი. ეს თვე თავის მხრივ ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - მორილსა და მშვილდოსანს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ზუსტად ნოემბრის თვეში მოდის ე.წ. "გველისმჭერის პერიოდიც" და ქვეყანას რთული ბედის და საინტერესო აზროვნების მქონე ინდივიდები ევლინებიან.

წლევანდელი წლის ნომებერში სამ ზოდიაქოს ნიშანს ელის წარმატება და აქტიურობა, როგორც ფინანსური ისე პირადი ცხოვრების კუთხით.

მშვილდოსანი - უახლოესი ერთი წლის მანძილზე ალბათ ძალიან დაიღალეთ მუდმივი პრობლემებითა და წინააღმდეგობებით. წლის მიწურული, კერძოდ კი ნოემბერი აუცილებლად მოგცემთ შანსებს საიმისოდ, რომ თქვენს ცხოვრებაშიც "გამოანათოს მზემ" დროებით მაინც. გაგიმართლებთ პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობის კუთხით. დაიწყებთ ახლებური გზით ფულის გამომუშავებას. მიიღებთ დაუგეგმავ პრემიას ან საჩუქარს.

მორიელი - შავი მთვარე - იგივე ლილიტი თქვენს ზოდიაქოს უდგას "კვალში" ამიტომ წინამორბედი თვეები არც მორიელისთვის იყო მაინცდამაინც "ბედის საჩუქარი". თუმცა ნოემბერში ბევრი თქვენგანი ისევ "აღდგება ფერფლისგან", როგორც ახასიათებს ხოლმე. დაიწყებს ახალ საქმიანობას, ან დაუბრუნდება და წარმატებით დაასრულებს ძველს. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობაშიც მონახოთ "ოქროს შუალედი", რაც თქვენთვის დიდი პრობლემაა და თითქმის გაწყვეტილი კავშირი აღადგინოთ ძველ პარტნიორთან.

თხის რქა - ნოემბერი აქტიური იქნება იმ მხრივ, რომ როგორც იქნა მოახერხებთ საკუთარ თავსაც დაუთმოთ დრო. შესაძლოა დაისვენოთ კიდეც, ოღონდ თქვენებურად - აქტიურად, ისე, რომ საქმეებს ბოლომდე მაინც არ მოწყვიტოთ თვალი. გამორიცხული არ არის ახალი რომანიც გააჩაღოთ მგზავრობისას. ასევე შესაძლებელია, რომ განსაკუთრებული სიამოვნება მოგანიჭოთ ოჯახის წევრებთან ერთად გატარებულმა უქმეებმა, შოპინგმა ან ერთობლივმა საქმიანობამ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?