ნოემბრის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის გაუმართლებს მატერიალური კუთხით შემოდგომის ბოლო თვეს

ნოემბრის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის გაუმართლებს მატერიალური კუთხით შემოდგომის ბოლო თვეს

პაველ გლობა საკმაოდ აქტიუალური და მნიშვნელოვანი პროგნოზებით გამოირჩევა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად ჩვენს მკითხველს მის მიერ შედგენილი ნოემბრის თვის ფინანსური მიმოხილვა გავაცნოთ და ერთად გავარკვიოთ ისიც, თუ კონკრეტულად რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს გაუმრთლებს ფინანსური კუთხით ნოემბერში.

ვერძების დიდ ნაწილს ფულის ხარჯვის მანია წამოუვლის. თუმცა აჯობებს მხოლოდ აუცილებელი შენაძენით შემოიფარგლოთ, თუ არ გსურთ, რომ თვის ბოლოს ვალებში შეხვდეთ.

კუროს უმნიშვნელო, მაგრამ ფინანსური გაუმჯობესება აუცილებლად ელის ნოემბერში. შესაძლოა შემოსავალი დაუგეგმავიც იყოს.

ტყუპს თვის დასაწყისში შესაძლოა ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობები შეხვდეს. განსაკუთრებით დაძაბული იქნება ურთიერთობა ზემდგომებთან. გაბრაზებულ გულზე, მთელ თქვენ დანაზოგს ნუ გაანიავებთ. სიტუაცია დალაგდება და ფული ისევ დაგჭირდებათ.

კირჩხიბები ნოემბერში ზედმეტად გულჩვილი გახდებიან და შესაბამისად, გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც ვერ აცდებიან ოჯახის წევრებისა და ნათესავების გამო. რაც თვის ბოლოს კარგი მიზეზი იქნება მათთვის საწუწუნოდ.

ლომებს ნოემბერში საკუთარ თავთან შინაგანი კონფლიქტები ელით. ერთი მხრივ მომგებიან, მაგრამ ავანტურისტულ ფინანსურ გარიგებაზე გაუჭირდებათ უარის თქმა, მეორე მხრივ კი შესაძლოა ეგომ შემოუტიოთ და მთელი ფული საკუთარ სიამოვნებაზე გაფლანგონ.

ქალწული ნოემბერში ახალი მეთოდით ფინანსების გამომუშავებაზე დაფიქრდება. პარალელურად კი კარგი შანსი მიეცემა გარკვეული თანხების დასაზოგად.

სასწორები ნოემბერში დიდი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებიან გაინებივრონ თავი. თუმცა, საჭიროებასა და სიამოვნებას შორის სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ.

მორიელს ნოემბრის თვე გაუთვალისწინებელ ხარჯებს ჰპირდება. თუმცა შესაძლოა დაუგეგმავი იყოს როგორც შემოსავალი, ისე გასავალი. ერთი სიტყვით ნოემბერი ფულთან დაკავშირებით ექსტრიმის თვეა.

მშვილდოსანი დეკემბერში როგორც იქნა მოახერხებს, რომ წინა თვეებში შექმნილი პრობლემატური სიტუაცია დაარეგულიროს. შესაძლოა, ბევრ მათგანს დამატებითი შემოსავლის გზებიც გაუჩნდეს.

თხის რქა ნოემბერში დიდი ხნის ნანატრ დაფასებას და აღიარებას მიიღებს პროფესიული კუთხით. გამორიცხული არ არის, რომ ამ ყველაფერს პრემიაც მოყვეს თან.

მერწყული ნოემბერში წვრილმანებში დახარჯავს ყველაზე დიდ თანხას და ამის გამო, ხასიათიც გვარიანად გაუფუჭდება.

ხოლო თევზები ნოემბრის თვეში აუცილებლად მიიღებს მოულოდნელ საჩუქარს, რომელიც შესაძლოა სოლიდურ თანხას შეადგენდეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?