ზოდიაქოს ნიშანების ერთი უნიკალური თვისება - ის რისიც აუცილებლად შეგშურდებათ

ზოდიაქოს ნიშანების ერთი უნიკალური თვისება  - ის რისიც აუცილებლად შეგშურდებათ

გააჩნია ხასიათის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი ხშირად ჩვენი ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომ ის, რაც ჩვენ გვაკლია ხასიათში, შეიძლება ჰქონდეს სხვა რომელიმე ნიშნის წარმომადგენელს და ყოველთვის არის გარშემო მყოფების ხასიათში რაიმე ისეთი თვისება, რომლისაც შეიძლება გვშურდეს, ან უკეთეს შემთხვევაში გვინდოდეს, რომ მივბაძოთ.

ვერძის ენერგიულობაა შესაშური. ამ ადამიანს დღის მანძილზე უამრავი საქმის მოსწრება შეუძლია.

კუროს სიმშვიდეა შესაშური. ამ ადამიანს ძნელად თუ ვინმე ან რამე გამოიყვანს წყობიდან.

ტყუპის უნარი ნებისმიერი დაარწმუნოს და გადაარწმუნოს საკუთარ სიმართლეში ჭეშმარიტად შესაშურია.

კირჩხიბის სიყვარული და პატივისცემა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, მათ მიმართ მისი თავგანწირვა მართლაც რომ გასაოცარია.

ლომის სიამაყე, საკუთარი თავის ღირსეულად წარმოჩენის ნიჭი და უნარი არასოდეს დაეცეს სულით ნამდვილად იწვევს აღტაცებას.

ქალწულის პრაგმატიზმი, ეკონომიურობა და მოწესრიგებულობა ნამდვილად შურის გამომწვევია.

სასწორის სირბილე, დიპლომატიურობა და უნარი მუდმივად იღიმებოდეს ხშირად ხდება სხვებისთვის შურის მიზეზი.

მორიელის სულის სიძლიერე, ბრძოლისუნარიანობა და გასაოცარი ინტუიციაა აღტაცების ღირსი.

ხოლო მშვილდოსანი თავისი სიალალით, მეგობრულობითა და დიდი გულით იწვევს ხშირად შურს.

თხის რქის მიზანდასახულობა, პრინციპულობა და გასაოცარი შრომისუნარიანობაა შურის გამომწვევი.

ხოლო მერწყულში გარშემო მყოფებს ხშირად შურთ მისი ალტრუისტული, მარტივი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. უსაზღვრო ჰუმანურობა და მეგობრულობა.

თევზების ფანტაზიის უნარი, სულიერება და ემოციურად სხვა ადამიანებისთვის მხარდაჭერის ნიჭია გასაოცარი.