ვემზადებით საახალწლოდ - როგორ უნდა მოვრთოთ სახლი და ნაძვის ხე

ვემზადებით საახალწლოდ - როგორ უნდა მოვრთოთ სახლი და  ნაძვის ხე

მეტად ელოდები - ახალი წელია. მას ხომ არა მარტო მხიარული განწყობა, საჩუქრები, სასიამოვნო ურთიერთობები და უგემრიელესი სადღესასწაულო სუფრა მოაქვს, არამედ ყველა ადამიანისთვის უმთავრესი რამ - იმედიც, ურომლისოდაც შეუძლებელია იყურო მომავლისკენ, ეს კი იმას ნიშნავს, გახადო ახალი წელი შენთვის წარმატებული, რათა ყველა მოლოდინი და ოცნება ასრულდეს.

როგორ უნდა მოვრთოთ სახლი და საახალწლო ნაძვის ხე

სახლის მორთვის დროს ფერთა გამა უნდა შეესაბამებოდეს ცეცხლოვანი მამლის საყვარელ ფერებს. თუმცა დასაშვებია მწვანე და ლურჯი ფერის ნაკეთობებიც. ეს ფერები წითელ ფერთან შეხამებით გახლავთ საახალწლო დღესასწაულის ტრადიციული ტონები.

ინტერიერი შეგიძლიათ გაალამაზოთ ნატურალური მასალისგან დამზადებული მოსართავებით. ოთახის დეკორს აუცილებლად უნდა დაურთოთ ცეცხლოვანება და ბრწყინვალება, ახალი წელი ხომ წარმოუდგენელია ფერების, სიკაშკაშისა და ღიმილთან დაკავშირებული ანტურაჟის გარეშე.

ცეცხლოვანი მამალი ისე, როგორც სხვა ცოცხალი არსებები, მოიწონებს ხელოვნური ნაძვის ხის არსებობის ფაქტს, თუმცა ეს ოდნავადაც არ ამცირებს მის სიყვარულს ბუნებრივი მასალების მიმართ. გამოიყენეთ ნაძვის ხის წითელი და ოქროსფერი თავსართი, ეს მას შემატებს ელეგანტურობასა და მედიდურობას, რაც ბრწყინვალედ გაუსვამს ხაზს ახალი 2017 წლის საერთო ატმოსფეროს.

იმისათვის, რომ გაამძაფროთ საზეიმო განწყობა, შეგიძლიათ ინტერიერი მორთოთ მსუბუქი შლეიფებით, რაც ასე კარგად ერწყმის ზამთრის ყინვიან დღეებს, თანაც მოგანიჭებთ ოჯახური სიმყუდროვისა და ზეიმის განცდას. ახალი 2017 წლის საუკეთესო მოსართავია მწიფე წითელი ვაშლები, საახალწლო ვარსკვლავის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მამლის ფიგურა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?