ანტიჰოროსკოპი - 5 თვისება რატომ არ უყვართ ტყუპი

ანტიჰოროსკოპი - 5 თვისება რატომ არ უყვართ ტყუპი

ნიშნით დაბადებულ ადამიანს, ახასიათებს გარკვეული თვისებები ხასიათში, რომელიც შესაძლოა გარშემო მყოფებისთვის გამაღიზიანებელიც იყოს. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ. ეს საუკეთესო გზაა საკუთარ თავზე სამუშაოდ და ჩვენში პიროვნების "აღსაზრდელად".

ამიტომ მოდი, ღიად ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა ნაკლი აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს.

მაშ ასე, რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად ტყუპი:

1. არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო - ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს და აკეთებს მესამეს.

2. ზედაპირულობის გამო - ტყუპს არ შეუძლია გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი ემოციები.

3. ლაპარაკის გადამეტებული სიყვარულის გამო - ტყუპს შეუძლია გაუთავებლად იქაქანოს, ეს მისი სტიქიაა. თანაც არ აინტერესებს უსმენენ მას თუ არა.

4. ჭორაობის გამო - შესაძლოა უბოროტოდ, მაგრამ მაინც ტყუპის ნიშნით დაბადებულებს აქვთ მიდრეკილება ენის მიტან-მოტანისკენ.

5. ორსახოვნების გამო - ათი წელიც რომ იცნობდეთ ამ ადამიანს, მაინც ვერ იტყვით, რომ იცნობთ კარგად. მასში თითქოს ორი პიროვნება ცხოვრობს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?