რა გელით სიყვარულში 2017 წელს

რა გელით სიყვარულში 2017 წელს

პრინციპები, არამხოლოდ ადამიანის ბედზე, მის სასიყვარულო ურთიერთობაზეც ვრცელდება. ასე მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გიწინასწარმეტყველოთ ის თუ რა გელით კონკრეტულად სასიყვარულო ურთიერთბაში 2017 წელს. საამისოდ პირველ რიგში უნდა გამოთვალოთ ბედის ციფრი. მისი გამოთვლის მაგალითი კი შემდეგია: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

ამის შემდგომ მიღებულ ერთნიშნა ციფრს დაუმატეთ ციფრი 1, რომელიც 2017 წლის ჯამური ციფრია. იმ შემთხვევაში თუ ორნიშნა ციფრი მიიღეთ დაიყვანეთ ერთნიშნამდე და შესაბამისი პასუხი იხილეთ ქვემოთ მოყვანილ სტატიაში.

ციფრი 1 - მაისის თვეში მოულოდნელი ნაცნობობა გელით. თუმცა უკვე ივნისის ბოლოს თქვენს ურთიერთობაში მესამე ჩაერევა და საკმაოდ დიდ თავის ტკივილს გაგიჩენთ ამით. ყველაფერი სექტემბერში გაირკვევა.

ციფრი 2 - შესაძლებელია, არც არაფერს ელით უკვე რომანტიკულ ფრონტზე, თუმცა ყურების ჩამოყრა ნამდვილად ადრეა, იმიტომ რომ მაისის შუა პერიოდში ბედი საკმაოდ საინტერესო და არაორდინალურ ნაცნობობას გპირდებათ. ეს შეიძლება სავსებით ბანალურად დაწყებული ნაცნობობა იყოს, რომელიც მეგობრობიდან დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

ციფრი 3 - წლის მანძილზე თავს მსუბუქი რომანებით გაირთობთ. ივნისის ბოლოს შესაძლებელია მხურვალე სასიყვარულო ინტრიგაში გაეხვეთ, რომელიც აგვისტომდე გასტანს მაგრამ არასოდეს დაგავიწყდებათ.

ციფრი 4 - ზამთარში შესაძლოა "ყოფილებმა" შეგახსენეს თავი, ამიტომ მათთან ურთიერთობის გარკვევა აპრილის ბოლომდე არ დასრულებულა. თუმცა, იცოდეთ, რომ წინ ახალი სიყვარული გელით, რომელიც აგვისტოში თავბრუდამხვევ რომანში გადაიზრდება. სექტემბერში კი შესაძლოა სულაც ოჯახის შექმნით დასრულდეს.

ციფრი 5 - თუკი თქვენ წლის დასაწყისში უკვე ჩამოყალიბდით ვისთან გინდათ გაატაროთ ცხოვრება და როგორი ტიპის ადამიანი გჭირდებათ გვერდით, ივლისის შუა რიცხვებში შესაძლოა ოცნების პარტნიორთან მართლაც მოხდეს თქვენი შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში ბედი ამ ზაფხულს არაერთ სიურპრიზს მოგიმზადებთ.

ციფრი 6 - დიდი ალბათობით თებერვლის თვიდან მოყოლებული თქვენს ცხოვრებაში ინტერესის ობიექტი უკვე არსებობს. თუმცა იცოდეთ, რომ ეს კარგი მანიპულატორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია და გეთამაშებათ. ამ ყველაფრისგან თავის გათავისუფლებას მაისის თვეში მოახერხებთ, როცა თავად აიღებთ კონტროლს სიტუაციაზე. ამის შემდეგ შესაძლოა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და თქვენი პარტნიორი, იქით გახდეს თქვენზე დამოკიდებული.

ციფრი 7 - ალბათ წლის დასაწყისში სერიოზულად დაფიქრდით იმაზე, რომ ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული ხართ საპირისპირო სქესის მიმართ. ცოტა შიშიც ხომ არ შეგეპარათ გულში იმის თაობაზე, რომ ასეთი მიდგომით საერთოდაც მარტო დარჩებით? ნუ ნერვიულობთ თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს და ეს საუკეთესო თქვენს ცხოვრებაში ივნისის ბოლოდან გამოჩნდება. თუმცა სექტემბერში ისევ შემოგიტევთ ეჭვის ჭია და სასურველია, ამ ეჭვებს ახალდაწყებული ურთიერთობები არ გადააყოლოთ.

ციფრი 8 - ზამთრის პერიოდიდადნ მოყოლებული დიდი ალბათობით ცდილობთ, რომ გაურკვეველი ურთიერთობებიდან დაიხსნათ თავი. ამ ყველაფრის შანსი უკვე ივნისის მეორე ნახევარში მოგეცემათ, როცა თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი ვისთანაც ემოციები ორმხრივი და ძლიერი იქნება. სექტემბერი ზღაპრულ ემოციებს გპირდებათ.

ციფრი 9 - სავარაუდოდ ამ ზამთარს თქვენს ცხოვრებაში არაერთი ალბათობა იყო მხურვალე რომანის გაჩაღების. მაისში შესაძლებელია მსუბუქ ფლირტს აჰყვეთ. თუმცა, იყავით ფრთხილად პარტნიორი საკმაოდ არაპროგნოზირებადი და რთული ხასიათის აღმოჩნდება ამ მხრივ. თუკი ემოციებს მაქსიმალურად გააკონტროლებთ და ამაო შეხვედრებზე დროს არ დახარჯავთ, აგვისტოს ბოლოს დიდი შანსი გაქვთ, რომ პერსპექტიულ და ხანგრძლივ ურთიერთობას ჩაუყაროთ საფუძველი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?