როგორი იქნება 2017 წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის

როგორი იქნება 2017 წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის

მხიარულად დაგვიქნევს ხელს და დაგვემშვიდობება, ის მართვის უფლებას გადასცემს წითელ ცეცხლოვან მამალს. რა თქმა უნდა, ძალაუფლების შეცვლას მაშინვე ვერ ვიგრძნობთ, რადგან ორივე წლის სტიქიაც და ფერიც ერთნაირია. თუ წლის დასაწყისში მამალი მაიმუნის ნამოღვაწარზე დაკვირვებით შემოიფარგლება, გაზაფხულიდან უკვე გამოავლენს საკუთარ უფლებებს და გაგვაოცებს თავისი არაპროგნოზირებადი, სასიამოვნო სიურპრიზებით.

ვერძი

ვერძისთვის ეს წელი საკმაოდ სტაბილური იქნება, გაჩნდება შესაძლებლობა იმისა, რომ მრავალმხრივ გაიუმჯობესოს ცხოვრება, მაგრამ გარკვეულ სირთულეებსაც ვერ გაექცევა. იმისათვის, რომ სასიკეთოდ შეიცვალოს, ვერძმა უნდა აღიაროს საკუთარი უარყოფითი თვისებები და იმუშაოს მათი გამოსწორებისთვის. ეს წელი კარგია მომავლის დასაგეგმად, განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვისაც აქვს გარკვეული მიზანი და პირდაპირ მისკენ მიისწრაფის.

კურო

კუროს ეს წელი ძალიან აქტიური ექნება. პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება მოუწევს, მთავარია გააზრებულად იმოქმედოს. კარგი წელია ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. სასარგებლო იქნება, თუ სხვის რჩევებსაც გაითვალისწინებს, მაგრამ სიჯიუტე კარგს არაფერს მოუტანს. წლის მეორე ნახევრისთვის აქტივობის დონე საკმაოდ აიწევს. შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები ან გატაცებები.

ტყუპი

ძველი პრობლემების გადაწყვეტა, ოჯახური საქმეები - აი, რას მიანიშნებს 2017 წლის ჰოროსკოპი ტყუპს ცეცხლოვანი მამლის წელში. საქმეები მისდის წყნარად, ზედმეტი რყევების გარეშე, სიტუაციები განვითარდება თანაბარზომიერად...

კირჩხიბი

2017 წელს კირჩხიბებს დიდი ცვლილებები ელოდებათ, ასევე მოსალოდნელია, რომ მათ ცხოვრებამ გარკვეული გამოცდაც მოუწყოს. ნაცნობებმა და ახლობლებმა შეიძლება მათი კეთილშობილება ბოროტად გამოიყენონ, რამაც მათში შეიძლება მცირე ეგოიზმი გამოიწვიოს, რათა სადღაც ბოლოში არ აღმოჩდნენ.

ლომი

წელი გაჯერებული იქნება ხიფათითა და ექსტრემით როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. წელს ურთიერთობების გარკვევა სასურველი არ არის. სახიფათოა აგრეთვე სარისკო ოპერაციების ჩატარება, ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს.

ქალწული

ემოციურად საკმაოდ დატვირთული წელია, ნერვები უკიდურესად დაძაბულია, რამაც შეიძლება კონფლიქტამდე და აფეთქებამდე მიგიყვანოთ. გართულებულია ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. ამ შემთხვევაში საუკეთესოდ დაგეხმარებათ უნარი - დაგეგმოთ თქვენი დღე და რამენაირად მოახერხოთ გაღიზიანების შემცირება. ეს წელი სიკეთის მომტანი იქნება შემოქმედი ადამიანებისთვის, ასევე კარგია პროფესიული უნარების განვითარების თვალსაზრისით.

სასწორი

მოვლენებით დატვირთული წელია, მოსალოდნელია უთანხმოება ოჯახში, წინააღმდეგობები, რომელთა გადასალახავად დიდი ძალისხმევა დაგჭირდება. კარგი იქნება თუ გაიაზრებთ და წარსულის შედეგებს შეაჯამებთ. ბრწყინვალედ დაგეხმარებათ ინტუიცია, რაც უამრავ პრობლემას გადაგაჭრევინებთ. სასწორებს ბევრი და აქტიური მუშაობა მოუწევთ, რისთვისაც დიდი ენერგიის ხარჯვა დასჭირდებათ, რასაც აღდგენა სჭირდება. ახალი წამოწყებების სამომავლოდ გადადება მოგიწევთ, რადგან ისინი განწირულია მარცხისათვის..

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის 2017 წელი იქნება საინტერესო და მოვლენებით დატვირთული. ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ და აუცილებლად უნდა განახორციელოთ თქვენი გეგმები. განსაკუთრებით წარმატებული იქნება წელიწადის შუა პერიოდი. მეგობრები თავს გაგახსენებენ და დახმარებას გთხოვენ, არ ღირს უარის თქმა. ეს კავშირები თავადაც გამოგადგებათ მომავალში.

მშვილდოსანი

მამლის წელი მშვილდოსნისთვის ყველანაირი ურთიერთობის განვითარების წელია. სასიყვარულო კავშირები უამრავ ლამაზ წუთს აჩუქებს მას. მის ცხოვრებაში ბევრი ახალი ადამიანი და შესაძლებლობა გამოჩნდება, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მთლიანად წელი გაჯერებული იქნება პოზიტივით, აქტიურობით, ძიებებით, თუმცა იქნება აგრეთვე ნეგატიური მომენტებიც, მაგრამ მათ გადალახვას ოპტიმიზმით შეძლებთ.

თხის რქა

აქტიური და საინტერესო წელი ელოდება თხის რქებს, ბევრი ახალი ნაცნობობა, სიცოცხლის მაღალი ტონუსი. ამ წელს თხის რქა გაიგებს ვინ არის მის გარშემო მყოფთაგან ნამდვილი მეგობარი და ვინ ხლართავს ინტრიგებს. მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ ის მომენტები და გამოიყენოთ საკუთარი პიროვნული ზრდისთვის.

მერწყული

ამ ნიშნისთვის 2017 წლის ჰოროსკოპი პროგნოზირდება წარსულის დაბრუნებით, ძველი ნაცნობებისა და ურთიერთობების გახსენებით. რაც მათ გარკვეულ სიკეთეს მოუტანს, უკეთ გაარკვევს წარსულის შეცდომებში. არც ის არის შემთხვევითი, რომ ადამიანები წარსულიდან გარკვეულ როლს ითამაშებენ მათ მომავალ ცხოვრებაში და დაეხმარებიან მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში. სასიკეთო ცვლილებები იქნება მაშინ, თუ მერწყული ამას მოისურვებს. წარმატების მისაღწევად მათ მოუწევთ მთელი ძალისხმევის მობილიზება, მაგრამ თუ დინებას გაჰყვებიან, არანაირი იდეის განხორციელება არ ელით.

თევზები

ეს წელი თევზებისთვის საკმაოდ დინამიკური და მოვლენებით დატვირთული იქნება. ბევრი საქმე და ბევრი ახალი ინფორმაცია. მარტოობას ნუ მიეცემით. მთავარია ურთიერთობები მეგობრებთან, კარგია ახალი ნაცნობების შეძენა. თევზებს გაუჩნდებათ მოთხოვნილება თვითსრულყოფისკენ და საკუთარი ცხოვრების შეცვლისაკენ. ახალი გარეგნული სახე, საქმიანობის შეცვლა, ხშირად განაცვიფრებს მეგობრებსა და გარშემომყოფთ, ასევე გასაოცარი იქნება მათი გამომწვევი და უცნაური ქცევებიც...

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?