დეკემბრის სასიყვარულო პროგნოზი

დეკემბრის სასიყვარულო პროგნოზი

მომტანი, კეთილისმყოფელი პლანეტა იუპიტერი ჯერ კიდევ (მომავალი წლის შემოდგომამდე) იმყოფება სიყვარულისა და პარტნიორობის ნიშანში - სასწორში . ეს ყველას აძლევს შანსს ახალი წლის დღესასწაული მარტოობაში არ გაატარონ. იუპიტერი ურთიერთობებს ფუფუნებასა და ბრწყინვალებას ანიჭებს.

ის გეხმარებათ პარტნიორული ურთიერთობების მოგვარებაში, შეყვარებულებსა და ოჯახურ წყვილებს უსახავს ახალ პერსპექტივებს, მარტოხელებს კი - მომგებიან და საჭირო შეხვედრებს. იუპიტერი მფარველობს ქორწილებს და მოაქვს მათთვის ბედნიერება.

იუპიტერს არც ვენერა ჩამორჩება, ის ხომ სიყვარულის პლანეტაა . თვის დასაწყისში ის თხის რქის ნიშანში მოძრაობს. სასიყვარულო ურთიერთობები შეიძენს კონკრეტიკას, გრძნობები სერიოზული გახდება, შეყვარებულთა ურთიერთობებში გაჩნდება პასუხისმგებლობები. ამ პერიოდში შეიძლება დავიწყოთ შორს გამიზნული გეგმების საფუძვლის ჩაყრა - თანაცხოვრება სიბერემდე: საერთო იპოთეკა, ოჯახური ბიუჯეტი, შვილების დაბადება და აღზრდა.

განსაკუთრებით კეთილისმყოფლად გამოიყურება დეკემბრის ბოლო: ვენერა ქალებში გააძლიერებს მიმზიდველობას, მამაკაცებში კი - წარმატებასა და იღბალს სასიყვარულო ურთიერთობებში.

7 დეკემბრიდან ვენერა გადადის მერწყულის ნიშანში , სადაც იგი უახლოესი თვის მანძილზე იქნება. ეს კი ურთიერთობებში შეიტანს მოულოდნელობის ელემენტებს, თავისუფლებასა და ცვლილებებს. ამ დროს უფლება გეძლევათ განზე გადადოთ ცხოვრებისეული პრობლემები და დატკბეთ რომანტიკით.

25-26 დეკემბერს ვენერა გააძლიერებს ჰარმონიულ ურთიერთობებს სხვა პლანეტებთან, ეს კი დამატებით პოზიტიურ ენერგიას გააჩენს სასიყვარულო საქმეებში. შესანიშნავად გაატარებთ ამ დღეებს, თქვენ გელოდებათ წარმატებები პირად ცხოვრებაში და რომანტიკული ეპიზოდები ურთიერთობებში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?