უნდა იდოს თუ არა საახალწლო სუფრაზე ქათმის ხორცი - ანუ რა "მსხვერპლს" ითხოვს ჩვენგან მამალი

უნდა იდოს თუ არა საახალწლო სუფრაზე ქათმის ხორცი - ანუ რა "მსხვერპლს" ითხოვს ჩვენგან მამალი

და ჩვენი ერთ-ერთი, უმთავრესი საზრუნავი საახალწლო სუფრის სამზადისია. როგორც წესი, ადამიანების უმრავლესობა ითვალისწინებს ხოლმე ასტროლოგთა რჩევებს იმის შესახებ, რა სახის პროდუქტი უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე ამა თუ იმ წელს. წლევანდელი წელიც არ გახლავთ ამ მხრივ გამონაკლისი.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენი საიტის ადმინისტრაცია არაერთ კითხვას იღებს იმასთან დაკავშირებით როგორი სუფრით შეხვდეს დამდეგ 2017 წელს. გამომდინარე იქედან, რომ წლის სიმბოლო ამ ეტაპზე მამალი გახლავთ, ასტროლოგები თვლიან - სასურველია, არ იყოს საახალწლო სუფრაზე ქათმისა და ზოგადად ფრინველის ხორცი. ეს რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, თუმცა საკითხს თუ უფრო ნაკლები ცრურწმენითა და პროფესიული ასტროლოგიის კუთხით განვიხილავთ, პირველ რიგში ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მამლის წელი როგორც ასეთი, ძალაში 2017 წლის 28 იანვრიდან შევა ძალაში.

აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ 31 დეკემბერს გამართულ სუფრაზე მაიმუნის გავლენა ვრცელდება ჯერაც. გარდა ამისა, ასტროლოგია არასოდეს გულისხმობს თავის თავში ფანატიზმსა და აკრძალვებს. ეს არის მეცნიერება (უფრო სწორად პარამეცნიერება), რომელიც თავისუფალ არჩევანს აღიარებს და ეფუძნება. ამიტომ მკაცრი აკრძალვა საახალწლო სუფრაზე ხორცეულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავიზე არ ვრცელდება. თუკი თქვენ გსიამოვნებთ და გიყვართ ხორცეული უპრობლემოდ შეგიძლიათ მისი მომზადება. ასე რომ, ვჭამოთ ქათმის ხორცი, მთავარია, ერთმანეთი არ ვჭამოთ ადამიანებმა.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით astrologi.ge-ს რედაქცია

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?