გყავთ თუ არა საუკეთესო უფროსი - საუკეთესო შეფების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გყავთ თუ არა საუკეთესო უფროსი - საუკეთესო შეფების სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

და შესაძლებლობებით ევლინებიან ქვეყანას. ზოგს თუ თავისუფლება ურჩევნია ყველაფერს და პასუხისმგებლობის გრძნობა აშინებს, სხვები უფროსის სავარძელს და ლიდერის როლს ოსტატურად, გარკვეული სიამოვნებითაც ირგებენ და არც მომატებული პასუხისმგებლობის მომენტი აშინებთ. არსებობს საინტერესო სტატისტიკა იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები არიან ყველაზე საუკეთესო შეფის პოზიციაზე.

ამ საპატიო სიას ქვემოთ იხილავთ, მანამდე კი გაიხსენეთ, როდის ჰქონდა დაბადების დღე თქვენს შეფს?

მერწყული – ევროპელი ასტროლოგების დიდი ნაწილი, სწორედ ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს მიიჩნევს ყველაზე საუკეთესო კანდიდატურად მსხვილი კორპორაციების მმართველის თანამდებობაზე. მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ მეგობრობის სახლად იწოდება. ამიტომ ეს ხალხი ყოველთვის ახერხებს, რომ თანამშრომელთა გული მოიგოს და საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელთან უშუალო, მეგობრული და კეთილმოსურნე ურთიერთობა დაამყაროს. მერწყულს ლიდერობა უყვარს ეს ფაქტია, მაგრამ ის ამ კონდიციამდე მისვლას არა დიქტატურის გამოყენებით არამედ მეგობრული მიდგომით აღწევს. მისი კაბინეტის კარი ყოველთვის ღიაა თანამშრომლებისთვის და ის არასოდეს ავლებს ბიუროკრატიულ ზღვარს საკუთარ პერსონასა და ქვეშევრდომებს შორის. რის ხარჯზეც ახერხებს იმას, რომ დაქვემდებარებულები მასზე ხალისით და რაც მთავარია, ენთუზიაზმით მუშაობენ.

ვერძი – მისი უმთავრესი ღირსება თავმდაბლობა და კეთილი გულია. მართალია, იგი ხშირად "ფეთქდება" ემოციურად და შესაძლოა მაგიდაზე მუშტიც დაარტყას იმ შემთხვევაში, როცა ვინმე მის მითითებას დროულად ვერ ასრულებს ან ზედმეტად ნელა მუშაობს, მაგრამ ერთიანობაში ვერძი უფროსი ხალისიანი, ოპტიმისტი და გულუხვია. სწორედ ამიტომ უყვართ იგი ქვეშევრდომებს. როგორ ცუდადაც არ უნდა მიდიოდეს საქმეები კომპანიაში, ვერძი უფროსის ყოლის შემთხვევაში თქვენ ხელფასის დაგვიანების ან შემცირებაში მოხვედრის შიში არასოდეს უნდა გქონდეთ. ამ ადამიანს შეუძლია თავად შეიზღუდოს ბიუჯეტი, თანამშრომლების კეთილგანწყობის არდაკარგვის ხარჯზე. ვერძი სამართლიანი ნიშანია, ამიტომ თქვენი უფროსი სიამოვნებით მოისმენს ახალ იდეებსა და მოსაზრებებს ნებისმიერი ქვეშევრდომისგან. ერთადერთი, რაც არ უნდა გააკეთოთ არის ის, რომ არასოდეს შეეცილოთ მას ლიდერობაში.

ლომი – ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანები ამ ქვეყანას "ჭეშმარიტ უფროსებად" ევლინებიან. ამიტომ პატარა ასაკში, ოჯახურ წრეში დაწყებულ "მეფობას", უკვე ზრდასრულობაში ლომები საკუთარი კომპანიის მართვით აგრძელებენ. ლომს უყვარს ლიდერობა და არასოდეს აშინებს პასუხისმგებლობები. პირიქით, მას ამ პასუხისმგებლობების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. შესაძლოა იგი ხშირად წუწუნებს, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, სხვები კი ხელებში შემოსცქერიან, მაგრამ დახმარება რომ შესთავაზოთ, დამერწმუნეთ, ზიზღით უარყოფს ამას. შესაბამისად, მეფის სტატუსი ის პოზიციაა, რომელიც ლომს თვითშეფასებას უმაღლებს, ამიტომ როგორც უფროსი იგი გულუხვი და დიდსულოვანია. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ქვეშევრდომების მხრიდან გულწრფელ მადლიერებასა და პატივისცემას ხედავს. ლომი ვერ იტანს თავხედ, ზედმეტად თავდაჯერებულ და თავნება ტიპებს. შესაბამისად, თუკი ასეთ კატეგორიას განეკუთვნებით და თქვენს საქციელს "ინდივიდუალისტობის" ნიღბით ამართლებთ, რა გასაკვირია, თუ ამ სტატიის წაკითხვისას პროტესტის გრძნობა გაგიჩნდებათ და შესაბამისი რეპლიკაც არ დააყოვნებს – "ტყუილია ეს ყველაფერი!"

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?