კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9 – 15 იანვარი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9 – 15 იანვარი
პოსტსადღესასწაულო პერიოდი ჯერ ისევ ძალაშია თუმცა სამუშაო რეჟიმში უკვე დაბრუნდა ბევრი ჩვენთაგანი. დამდეგი კვირა კი საკმაოდ დინამიური, მოულოდნელი მოვლენებით სავსე და აქტიური იქნება. კვირის დასაწყისში მზისა და ურანის ნეგატიური ასპექტი გარკვეულ, ფინანსურ შეზღუდვებს და სირთულეებს მოიტანს. ამიტომ მატერიალური კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ამ დღეს ნამდვილად არ გირჩევთ, მით უმეტეს რომ ნათქვამია „ორშაბათი მძიმე დღეაო“ - ჰოდა გაითვალისწინეთ. კვირის დასაწყისში აქტიური იქნება გარკვეული დაპირისპირებებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ალბათობა ზემდგომთა მხრიდან. მოსალოდნელია ასევე ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალები და მოვლენათ მოულოდნელი განვითარება.

8 იანვრიდან პლანეტა მერკური რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე რეტროგრადული იყო, გაასწორებს მოძრაობას. რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციის და ურთიერთგაგების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდება.

12 იანვარს მზისა და იუპიტერის ნეგატიური ასპექტის გამო სასურველია „მადა“ აკონტროლოთ როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამ პერიოდში ნუ დაისახავთ უტოპიურ ფინანსურ გეგმებს და ნუ მოისურვებთ ყველა თქვენი მატერიალური სურვილის ერთბაშად შესრულებას. ერიდეთ სიხარბეს და უტაქტობას. ასევე დააბალანსეთ კვებისა და დასვენების გრაფიკი. გამორიცხული არ არის სიზარმაცემაც დაგრიოთ ხელი. მით უმეტეს რომ ამ დღეს სავსემთვარეობაც ემთხვევა კირჩხიბის ზოდიაქოში, რაც კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასმაგად გააძლიერებს.

რაკი სავსე მთვარე კირჩხიბშია, ხასიათის ცვლილება განსაკუთრებით შეემჩნევათ ქალებს. მთვარე კირჩხიბში, გააძლიერებს ზოგად ემოციურ ფონს ადამიანებში. მოერიდეთ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, არ ჩაებათ კონფლიქტებში და სიფრთხილე გამოიჩინეთ ალკოჰოლის გამოყენებისას. სასურველია ასევე მაქსიმალური დაკვირვებულობა საჭესთან. დამდეგი სავსემთვარეობა წინ წამოსწევს ისეთ საკითხებს რომელიც ოჯახურ ურთიერთობებს, ნათესავებს უკავშირდება.

ეს კარგი დროა საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. განსაკუთრებით აქტუალური იქნება უახლოეს გარემოცვასთან ერთად გატარებული პერიოდი. ასე რომ დაუკავშირდით და-ძმებს და ნათესავებს, მოიკითხეთ ისინი. დაგეგმეთ ერთობლივი სასიამოვნო საღამო ოჯახურ წრეში.

სავსე მთვარის ენერგეტიკა კირჩხიბში უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც დაგეხმარებათ. ამ პერიოდში კარგია შენაძენის გაკეთება, ოფიციალური დოკუმენტების გაფორმება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ