პაემანი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან - როგორ მოვაწონოთ თავი კირჩხიბს
პაემანი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან - როგორ მოვაწონოთ თავი კირჩხიბს
ადამიანები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...


პაემანი კირჩხიბთან

მაშ ასე, თქვენ გადაწყვიტეთ დაიპყროთ კირჩხიბის გული. წესი პირველი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ - კირჩხიბს იდუმალება მოსწონს, ამიტომ ეთამაშეთ. პირველი ნაცნობობისას ყოველ ათ წუთში ერთხე გაიხედეთ მის მხარეს და გაუღიმეთ. მერწმუნეთ კირჩხიბის მხრიდან სიმპათია გარანტირებული გაქვთ. სასურველია, პირველი პაემანი მდინარის, ზღვის ან ტბის პირას დაუნიშნოთ. წყალი დადებითად განაწყობს ამ სტიქიის წარმომადგენლებს და მოქმედებს მათ ხასიათზე. დაუსვით კითხვები არამხოლოდ საკუთარ თავზე არამედ ოჯახის წევრებზეც, ნებისმიერი სქესის კირჩხიბს სიამოვნებას ანიჭებს ახლობლებზე - განსაკუთრებით კი დედაზე საუბარი. კირჩხიბისთვის მეორე ხარისხოვანი არ არის მისი სამეგობრო წრე, ამიტომ აუცილებლად უნდა მოახერხოთ ამ ადამიანების სიმპათიის დამსახურება. მეგობრები კირჩხიბის მეორე ოჯახია. შესაბამისად, თქვენ ამ ოჯახმა კარგად უნდა მიგიღოთ და თავისიანად გაღიაროთ. კირჩხიბი უზომოდ მოსიყვარულე და მზრუნველი ნიშანია. ამიტომ თუ მან გულის კარი გაგიღოთ, ნუ უგულებელყოფთ მის ყურადღებას თუნდაც მის მიერ გამოვლენილი ზრუნვა ხანდახან სულის ხუთვად მოგეჩვენოთ. კირჩხიბი ვერ იტანს უყურადღებობას, ამიტომ ნაზი გრძნობების დაფიქსირება თქვენც არაერთგზის და ხშირად მოგეთხოვებათ. მოთმინებით მოეკიდეთ მის ყველაზე დიდ ნაკლს - წუწუნისკენ მიდრეკილებას. წყლის სტიქიის ნიშნებს ახასიათებთ ჩივილები და თავის შეცოდება საიმისოდ, რომ ნაცნობობის პირველივე ეტაპზე მიიღონ ინტერესის ობიექტისგან მაქსიმალური ყურადღება და სიყვარული. ხშირად შეაქეთ და უთხარით გულწრფელი კომპლიმენტები თქვენს კირჩხიბს. ამასთან ერთად, კომპლიმენტი არამხოლოდ მის გარეგნულ იმიჯს, არამედ მდიდარ სულიერ სამყაროს და ინტელექტსაც უნდა ეხებოდეს. კირჩხიბებს ძალიან უყვართ მუსიკა და კულინარია, ამიტომ მის ინტერესებს ამ ორ ასპექტშიც უნდა იზიარებდეთ. ურიგო არ იქნება კარგ კონცერტზე ან ძვირფას რესტორანში თუ მიიპატიჟებთ თქვენს საყვარელ კირჩხიბს ხშირად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ადამიანების უმეტესობას სურვილი
ძირითადი განსხვავება ქალ კირჩხიბსა
ასევე დაგაინტერესებთ