რაშია თქვენი ფარული ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
რაშია თქვენი ფარული ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველა ჩვენგანს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. შევეცდები ავხსნათ რა თვისება გამოაჩენს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს. რატომაა, რომ ზოგიერთ ადამიანს გავურბივართ და ზოგს კი პირიქით - ჩვენკენ ვექაჩებით.

ვერძი
ვერძი - ყველაზე სექსუალური ნიშანია. ის ყველანაირ ადამიანს იზიდავს, მას აქვს უჩვეულო ქარიზმა, რის წინაშეც თითქმის ყველა უძლურია. მის ბუნებრივ მომხიბვლელობას ვერც ერთი სხვა ნიშანი ვერ შეედრება.

კურო.
კუროს ძლიერი მხარეა სიკეთე. ამ ზოდიაქოს წარმომადგენელს უბრალოდ არ უყვარს კონფლიქტი, ლანძღვა-გინება და მსგავსი ნეგატიური ქმედება. ისინი ამჯობინებენ საკითხების მშვიდობიანად მოგვარებას. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ კუროს გვერდით ყველაზე შარიანი ადამიანიც კი უცოდველ კრავად გადაიქცევა ხოლმე.

ტყუპი
ტყუპი ყველაზე ოპტიმისტური ნიშანია. ბევრს შურს, რომ მათ ყოველთვის უმართლებთ. ერთი შეხედვით მათი ყველა საქმე წარმატებით მთავრდება, სინამდვილეში მათი წარმატების გასაღები ოპტიმიზმშია. ცნობილია, რომ კარგი განწყობა წარმატების საწინდარია. ზუსტად ამ მიზეზის გამო ტყუპი ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშანია.

კირჩხიბი
კირჩხიბს შეუძლია იამაყოს მყარი ურთიერთობებითა და მეგობრული ოჯახით. ოჯახი ხომ მისთვის უპირველესია. ის ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად უყურებს და თუ მეორე ნახევარი იპოვა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს კავშირი დიდხანს შეინარჩუნოს.

ლომი
ლომის მეორე სახელია - ეგოისტი. ადამიანებით მანიპულაციის მეშვეობით ისინი ახერხებენ ყველაფრის მიღწევას, რაც კი სურთ. მათ გულწრფელად სწამთ, რომ ყველამ მათ დაკრულზე უნდა იცეკვოს და მათი სურვილები შეასრულოს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამ შემთხვევაში ლომი ადამიანებისაგან ივსებს დაკარგულ ენერგიას.

ქალწული
ყველაზე ერთგული ნიშანია. თუ ქალწული მეორე ნახევარს იპოვის, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მთელი ცხოვრება მასთან გაატაროს. ის არასოდეს ღალატობს პარტნიორს.

სასწორი
სასწორი აღმერთებს ურთიერთობებს და სწორედ ამით ახერხებს ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნას. მის ირგვლივ ისეთი ადამიანები იკრიბებიან, რომლებიც მათ ყოველ სიტყვას ყურს უგდებენ. სასწორს მძიმედ გადააქვს მარტოობა. ეს ხომ მათთვის ტანჯვის ტოლფასია.

მორიელი
ვერაგობა - მორიელის საიდუმლო იარაღია. მათ უამრავი მტერი ჰყავთ, ეს არც არის გასაკვირი. თუკი ვინმე გაბედავს შეეწინააღმდეგოს მას, ის აუცილებლად მტრების სიაში მოხვდება, ამის შემდეგ კი იწყება მორიელის შურისძიება, ოღონდ ჩუმი და შენიღბული, მაგრამ მტკივნეული.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ყურადღებას თავისი სილამაზით იპყრობს. საოცარია მათი სულისა და სხეულის ჰარმონიული სილამაზე. ისინი ზრუნავენ არა მარტო გარეგნულ სილამაზეზე, არამედ შინაგან სრულყოფილებაზეც.

თხის რქა
თხის რქის საიდუმლო იარაღი ჩაკეტილობაა. ვერავინ მიხვდება რას ფიქრობს, თუმცა ძალიანაც აინტერესებთ. მას შეუძლია დაგაინტრიგოთ თავისი ცივი ბუნებით, მოგაჩვენოთ, რომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე სხვამ.

მერწყული
მერწყულის გენიალურობაზე ბევრი თქმულა. ისინი განუმეორებელი ტალანტები არიან. ოღონდ ხანდახან თავადვე ანადგურებენ თავიანთ ბუნებრივ ნიჭს, რისი მიზეზიც არის სიზარმაცე. ყველა ნააზრევი და ჩანაფიქრი მხოლოდ გონებაში რჩება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათ ეზარებათ თავიანთივე პროექტების რეალიზება.

თევზები
თევზების იარაღი ძალაა. გიკვირთ არა? კი, თევზები ძალიან მგრძნობიარენი არიან, მაგრამ მათში არის ვეებერთელა პოტენციალი. თევზები საკმაოდ ამბიციურები არიან და მათი სისუსტის მიუხედავად შეუპოვრად მიიწევენ მიზნისაკენ. დიახ, თევზები ტირიან, მაგრამ არ ნებდებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
კონფლიქტურ სიტუაციებში, რომელიც ნებისმიერი
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ