რა სახის საქციელს გიბრუნებთ სამყარო უკან ბუმერანგის პრინციპით თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
რა სახის საქციელს გიბრუნებთ სამყარო უკან ბუმერანგის პრინციპით თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
ნებისმიერი ჩვენგანი ჩადის ცხოვრებაში გარკვეულ შეცდომებს, რომელთა სათავეც რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ხშირად ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარეობს. თუმცა, სამყარო ბუმერანგის პრინციპით იმართება და არ არის გამორიცხული, ჩვენს მიერ ჩადენილი ცუდი საქციელი ისევ დაგვიბრუნდეს უკან.

ასე მაგალითად ვერძს ყოველთვის უკან უბრუნდება უტაქტობა და უხეშობა, რომელსაც იგი დაუფიქრებლად ავლენს სხვების მიმართ.

კუროს მიაჩნია, რომ საუკეთესო მეორე ნახევარია, ამიტომ არ მუშაობს ურთიერთობაზე. შესაბამისად, ხშირად სტკივა გული სიყვარულის გამო.

ტყუპს იშვიათად აფასებენ ვინმეს ზრუნვას, ამიტომ მათ უმეტესობას უწევს ცხოვრების მარტოობაში გატარება.

კირჩხიბს უყვარს მანიპულირება და შემოვლითი გზით სხვების მართვა, რომელიც ბუმერანგულად ოჯახის წევრების მხრიდან უმადურობის სახით უბრუნდებათ.

ლომს ეგოიზმი ტანჯავს, იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ამიტომ არაკეთილსინდისიერი მეგობრებით ისჯება.

ქალწულს მუდმივად ელანდება ცუდი, ყოველთვის პესიმისტურადაა განწყობილი და რეალობაშიც იმავეს იზიდავს.

სასწორი იშვიათად ცხოვრობს გეგმაზომიარად, ამიტომ მის ცხოვრებაში ხშირია ფინანსური პრობლემები.

მორიელი ხშირად ისჯება იმისა გამო, რომ მანიპულირებს იმ ადამიანების გრძნობებით, ვისაც იგი ნამდვილად უყვარს. მათ გზაზე ამის გამო ხშირად მოღალატეები ხვდებიან.

მშვილდოსანი ეგოცენტრიკი და მორალისტი მშვილდოსანი, ხშირად აკრიტიკებს სხვა იმისთვის, რასაც თვითონ ჩადის. ამიტომ იგი ამის გამო წვრილმანი პრობლემებით ისჯება ხოლმე.

თხის რქა გადამეტებული სერიოზულობისა და სნობიზმის გამო, თხის რქა არაერთგზის ვარდება საჩოთირო და გამოუვალ სიტუაციაში.

მერწყული მერწყულს სხვების მართვა უყვარს, ოღონდ შეფარვით და დიპლომატიურად. თუმცა, ამის გამო იგი ხშირად ისჯება მეგობრების მხრიდან ღალატით.

თევზები თევზები თვითონვე სჯიან საკუთარ თავს, იმით, რომ ილუზიებში ცხოვრობენ ხშირად და ეშინიათ თვალი გაუსწორონ ცხოვრებას. ამის გამო მათ არასერიოზულად აღიქვამენ გარშემო მყოფები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ალბათ ძალიან ბევრი წყვილის
ასევე დაგაინტერესებთ