პაემანი ზოდიაქოს ნიშანთან - როგორ მოვაწონოთ თავი მორიელს
პაემანი ზოდიაქოს ნიშანთან - როგორ მოვაწონოთ თავი მორიელს
ადამიანები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...

პაემანი მორიელთან

თუკი თქვენი გული მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა ნაცნობობიდან სულ რამდენიმე საათში დაიპყრო, ამაში არაფერია გასაკვირი. ამასთან ერთად, იგი შესაძლოა სულაც არ იყოს გამორჩეული ფიზიკური მონაცემებით ან სილამაზით. მაგრამ მასში აუცილებლად იქნება გარკვეული ქარიზმა და საოცარი სექსუალური შარმი, რაც დანახვისთანავე ატყვევებს ნებისმიერს.
მაშ ასე, თუკი პაემანზე მორიელთან შესახვედრად ემზადებით, აუცილებელია მნიშვნელოვანი წესების გათვალისწინება რათა ამ გამჭრიახ და საოცარი ინტუიციის მქონე ადამიანს მარტივად და დიდი ხნით მოაწონოთ თავი.

მორიელები გასაოცარი მიხვედრილობით გამოირჩევიან. ეს ხალხი ყოველთვის ენდობა ინტუიციას, ამიტომ პაემანზე თუ დაგთანხმდათ/გეპატიჟებათ ე.ი. თქვენში უკვე რაღაც აღმოაჩინა მან საინტერესო.

მორიელი ადამიანებს გამჭოლ ხედავს და ნაკლებად შესძლებთ, რომ მას რაიმე გამოაპაროთ. ამიტომ პირველ პაემანზე საყოველთაოდ მიღებულ მანევრს - საკუთარი თავი რაც შეიძლება საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ და ცოტა იტრაბახოთ კიდეც, კატგორიულად არ გირჩევთ. მორიელი აფასებს სიალალეს და უბრალოებას. ჰოდა, თუკი ბუნებრივი და უშუალო იქნებით მასთან ურთიერთობაში, ასე გაცილებით დიდი შანსი გაქვთ თავი მოაწონოთ ამ მგზნებარე ადამიანს.

თუმცა უშუალობა და ბუნებრივობა, არ ნიშნავს იმას, რომ გაცნობისთანავე მორიელს გული გადაუშალოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ საიდუმლოებები. ამიტომ ცოტაოდენ იდუმალებას თუ დაიტოვებთ კარგს იზამთ. მისთვის სასიამოვნოც კია თქვენ შესახებ საკუთარი ძალებით ინფორმაციის მოგროვება.

ნუ იქნებით მორიელთან ურთიერთობაში ზედმეტად დამყოლი და ხათრიანი. მორიელი აფასებს ადამიანებს, რომელთაც საკუთარი პრინციპების დაცვა და ბრძოლა შეუძლიათ. იგი პატივს სცემს სიმამაცეს, თუმცა თქვენი საქციელით არასოდეს უნდა დაჩრდილოთ მისი ძალაუფლება.

მორიელები უზომოდ მოსიყვარულეები, ემოციურები და მზრუნველები არიან. თუმცა ყველაფერ ამას ურთიერთობის დასაწყისში გულგრილობის ნიღაბქვეშ მალავენ. სამაგიეროდ, რაც უფრო ახლოს გაიცნობთ, მით უფრო გაოცდებით მისი შინაგანი ბუნების სილამაზით.
ზოდიაქოს ეს ნიშანი გასაოცარი დოზით წარმოშობს ეჭვიან და მესაკუთრე ხალხს. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ყოფილებზე საუბარი არათუ პირველ პაემანზე საერთოდ ურთიერთობის მანძილზეც აკრძალული გაქვთ!

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ადამიანებს სხვადასხვა სახის ფასეულობათა
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე გემოვნებიანი ნიშანი
ასტროლოგიური მოცემულობა არამხოლოდ
 ქმედებები რომელიც  კარმას და აურას გვიბინძურებს
ასტროლოგიაში ჩახედულმა ჩვენმა მკითხველებმა
ასევე დაგაინტერესებთ