ნივთები, რომელიც თქვენს ოჯახში ბარაქას მოიზიდავს
ნივთები, რომელიც თქვენს ოჯახში ბარაქას მოიზიდავს
სამზარეულო - ბინის ჯადოსნური ადგილია. იგი ნეგატიური ენერგიისგან უნდა გაათავისუფლოთ. კეთილდღეობისა და დადებითი ენერგიის მოზიდვაში კი საკუთარი ხელით დამზადებული თილისმები დაგეხმარებათ.


თილისმა/ამულეტები, როგორც წესი, სამზარეულოს კუთხეებში უნდა მოათავსოთ, სწორედ იქ გროვდება ნეგატიური ენერგეტიკა. თილისმად გამოგადგებათ ცოცხი, პროდუქტები და მცენარეები.

ალოე - ძველად ალოე ყველა ოჯახში მრავლდებოდა. სამკურნალო თვისების გარდა (იარის შეხორცებას უწყობს ხელს) იგი ოჯახს ნეგატივისგან იცავს და დადებითი ენერგიის შემოდინებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, აგარიდებთ ბინაში უსიამოვნო ადამიანების სტუმრობას.

ხახვი, ნიორი და წიწაკა - ბინის დამცავად მიიჩნევა. აიღეთ რამდენიმე ცალი წიწაკა და რამდენიმე თავი ნიორი ან ხახვი. შეგიძლიათ პატარა ცოცხზე დაამაგროთ ან თოკით გადააბათ და თქვენთვის სასურველი ფორმა მისცეთ.

ცოცხი - იზიდავს სიმდიდრეს. თუ ტარით დაბლა დადებთ, სიმდიდრესა და ფინანსურ კეთილდღეობას მიიზიდავს.

მზესუმზირა - ოჯახში სიხარულსა და დადებით ენერგიას მოგიტანთ. გარდა ამისა, დაეხმარება დიასახლისს შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში, გემრიელი კერძების მოფიქრებასა და მომზადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ