ზოდიაქოს ნიშანი და რემონტი - ქალწული

ზოდიაქოს ნიშანი და რემონტი - ქალწული

საკუთარი საცხოვრებელი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოს. ხშირად ამისთვის საჭირო ხდება მომაბეზრებელი და საკმაოდ დამღლელი პროცედურის ჩატარება, რომელსაც სახელად რემონტი ჰქვია. ზოდიაქოს ნიშნებს კი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რემონტის პროცესთან.

ქალწული და რემონტი

ქალწული რემონტს ჰაიჰარად არასოდეს აკეთებს. რას ჰქვია აქა-იქ შპალერი მიაწებოს და ოდნავ შეათეთროს კედლები. თუკი ქალწულმა რემონტი დაიწყო ეს ყველაფერი ხანგრძლივი და დაგეგმილი პროცესი იქნება. ამასთან ერთად, იგი მაქსიმალურად ეცდება საკუთარი ძალებით გაარემონტოს სახლი. თუ მაინც ვერ შეძლებს მუშების გარეშე "გამოძვრომას" აუცილებლად დაადგება თავზე ამ საცოდავებს და სისხლის გაშრომაბდე გაუკონტროლებს ყველა ქმედებას.

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ქალწულს რემონტის პროცესი სიგიჟემდე უყვარს. თავისი ბუნებიდან გამომდინარე ხომ ყველა ქალწული პერფექციონისტია. შესაბამისად, კიდევ ერთ შანსს, გააუმჯობესოს და იდეალურობამდე დაიყვანოს თუნდაც საკუთარი საცხოვრებელი, რაღა თქმა უნდა, ეს ადამიანი ხელიდან არ გაუშვებს. ამასთან ერთად, მას თავად პროცესი ქაოსიდან სილამაზის შექმნისა საოცარ სიამოვნებას ანიჭებს. ყველაზე მთავარი მიზეზი კი რის გამოც ქალწულს რემონტის პროცესი ხიბლავს არის ის, რომ მას უამრავი მიზეზი ეძლევა ნერვიულობის. წვრილმანებზე ნერვიულობა ხომ ქალწულისთვის ისეთვე აუცილებელი რამაა როგორც ჭამა ან სულაც ძილი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?