ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან გაგიჭირდებათ განშორების შემდეგ ხელახლა დაიწყოთ რომანი
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან გაგიჭირდებათ  განშორების შემდეგ  ხელახლა დაიწყოთ  რომანი
ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ზოგიერთი მათგანი ლოიალურია, ზოგი კი გასაოცარი პრინციპულობით გამოირჩევა. რასაც პირად ცხოვრებაშიც აქტიურად ავლენს. დღეს გვინდა შემოგთავაზოთ სტატია ზოდიაქოს იმ ნიშნის წარმომადგენლების შესახებ, რომელთაც, როგორც წესი, არასოდეს ახასიათებთ "წარსულთან დაბრუნება" ზოგს სიამაყის, ზოგს კი უბრალოდ ცვალებადი ხასიათის გამო.

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სათუთი ემოციური ბუნებით გამოირჩევიან. კუროს სიყვარული ხანგრძლივი და ღრმაა, ამიტომ იგი ძალიან დიდი სიფრთხილით არჩევს ხოლმე პოტენციურ პარტნიორს, რათა ამ უკანასკნელმა იმედი არ გაუცრუოს. თუმცა, თუკი ისე მოხდა, რომ მაინც შეცდა იგი მეორე ნახევრის არჩევაში, კურო არასოდეს უბრუნდება "ყოფილს". ამჯობინებს გზა გააგრძელოს ახალი საბედოს ძიებაში ისევ და ისევ ემოციური ტკივილის ხელახლა განცდის შიშით.

ლომი - ლომისთვის სიყვარული ცხოვრების აზრი და სტიმულია. თუ არ უყვარს ლომი საკუთარ თავს არ ჰგავს. ამ ადამიანებს თავად სიყვარული უყვართ ხოლმე უფრო მეტად ვიდრე სიყვარულის ესა თუ ის ობიექტი. შეყვარებული ლომი საკუთარ თავს, გულს და სულს მთლიანად შეყვარებულს უძღვნის და ვაი იმას, ვინც ლომის მხრიდან მის ამგვარ მსხვერპლს ვერ დააფასებს. ლომი უმადურს დაუყოვნებლივ დაშორდება და არასოდეს! არასოდეს დაუბრუნდება მას. იგი საკმარისად ამაყი და თავმოყვარეა, რომ უკან დაუბრუნდეს ადამიანს, ვინც მის მცდელობას და გულწრფელოს ჯეროვნად ვერ აფასებს.

თხის რქა - გაწონასწორებული, დინჯი და მოზომილი თხის რქა სიყვარულში გულის გახსნას პარტნიორთან, როგორც წესი, არასოდეს ჩქარობს. ამ ადამიანებს ზოგადად უჭირთ საკუთარი ემოციების საჯაროდ გამოხატვა, არც რომანტიკული "უწი-პუწია" თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ქცევა. თუმცა, ვინც უყვარს, იმას თხის რქა ბოლომდე ერთგულობს ხოლმე. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დააფასა მისი გულწრფელობა, თხის რქა ერთხელ და სამუდამოდ დასვამს წერტილს ისე, რომ უმცირეს შანსსაც აღარ დაუტოვებს უმადურს სამომავლოდ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
კონფლიქტურ სიტუაციებში, რომელიც ნებისმიერი
ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. ზოგიერთი მათგანი
ალბათ დამეთანხმებით, ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია.
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ