ზუსტი ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების დაფარულ თვისებებზე მეტყველებს

ზუსტი ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების დაფარულ თვისებებზე მეტყველებს

ძალიან მოსწონთ სხვადასხვა ტიპის სახლისო-ფსიქოლოგიური სტილის ტესტები. ამიტომ ამჯერადაც გთავაზობთ მორიგ ტესტს.

საიმისოდ რომ ტესტი გაიაროთ ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ პასუხები, რომელსაც ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე გასცემთ:

1. წარმოიდგინეთ რომ დაივიგნით ერთობით და ოკეანის ფსკერზე ყვინთავთ. მოულოდნელად იქ ქალთევზას წააწყდით. როგორი ფერის თევზის კუდი აქვს მას?

2. ქალთევზა მარტო არ არის მას თან ახლავს მეგობარი თევზი. როგორია იგი? აგრესიული და მტაცებელი თუ სასაცილო და კეთილი?

3. კიდევ უფრო ღრმად ყვინთავთ და ნიჟარას ხედავთ ფსკერზე. როგორია ეს ნიჟარა? აღწერეთ გონებაში.

4. საბოლოოდ ამოყვინთეთ, ნაპირზე ხალხი დაგხვდათ თუ სრულად ცარიელია პლაჟი?

ახლა კი მოდი, პასუხებს გავეცნოთ:

1. მაშ ასე, ქალთევზას კუდის ფერი თქვენს კომუნიკაბელურობაზე მეტყველებს. თუ ცივი ფერისაა იგი (ვერცხლისფერი, ცისფერი, მწვანე) ნაკლებად კომუნიკაბელური ბრძანდებით. ხოლო თუ ქალთევზას კუდი მკვეთრი წითელი, ვარდისფერი ან ოქროსფერია ფრიად კონტაქტური ადამიანი ყოფილხართ.

2. ქალთევზას თანხმლები თევზის დახასიათება იმაზე მეტყველებს როგორ უმკლავდებით კონფლიქტებს. თუ თევზი აგრესიული მტაცებელის ტიპის იყო ე.ი. თქვენც უმალ ჩხუბს იწყებთ დაძაბული საუბრისას. იმ შემთხვევაში კი თუ თევზი უვნებელ არსებად წარმოიდგინეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტებს დიპლომატიური გზებით აგვარებთ.

3. ფსკერზე ნაპოვნი ნიჟარა თქვენს პიროვნებას აღწერს, თუ იგი გახსნილია, საკმაოდ გულღია ადამიანი იქნებით ბუნებით, თუკი დახურული კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევით, თუმცა შინაგანი სამყარო საოცრად ლამაზი გაქვთ.

4. ნაპირზე დამხვდური ხალხი თქვენი პოპულარობის დონეა საზოგადოებაში. თუ პლაჟი გადავსებული იყო დიდ წარმატებებს მიაღწევთ პროფესიულად. თუ კანტიკუნტად იყო ხალხი ახლობლები გაღიარებენ, ხოლო თუ სრულიად უკაცრიელ პლაჟზე ამოყვინთეთ დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ პროფესიული წინსვლის მისაღწევად.